HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები გაივლიან 10 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან HR თემაზე, რომელსაც 11 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მენტორები:
- თამარ ციცქიშვილი – BDO – ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ეკა მაჭავარიანი – Hotels & Preference Hualing Tbilisi – ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი
- ნატო ბერიძე – ქოუჩი, HR ექსპერტი
- თიკა ქერაშვილი – ვისოლისა და სმარტის HR და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ლელა თოფურია – ფინკა ბანკი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- თეკლა ბუაძე – საქართველოს თანაინვესტირების ფონდი HR დეპარტამენტის უფროსი
- სალომე ჟორჟოლიანი – ორი ნაბიჯი – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი
- ლიკა კაპანაძე – ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი
- დავით ბუშელაშვილი – ნიკორა სუპერმარკეტი – ტრენინგების და განვითარების მენეჯერი, 112-ის მიწვეული ტრენერი, ქოუჩი.
- ნინო ბურჯალიანი – “Accor ჯგუფის” სასტუმროები (Mercure Tbilisi Old Town და ibis styles Tbilisi Center) – ტალანტებისა და ორგანიზაციული კულტურის მენეჯერი.
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 3 ივლისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration.
ონლაინ გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხვდებით პროექტში.
HR hub Next-ის მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.