შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ვინ იქნებიან მენტორები?

  1. თეონა კუპატაძე – პალიტრა მედია ჰოლდინგი ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: ღია საკომუნიკაციო არხები და კვლევის მნიშვნელობა ორგანიზაციაში
  2. თამარ წვიმიტიძე – CMX საოპერაციო ხელმძღვანელი თემა: თანამშრომლების ჩართულობა
  3. ლანა ხარაზიშვილი –  გრინვეი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: HR ადმინისტრირება/დოკუმენტბრუნვა;
  4. გურანდა ხოხობაშვილი – ბლაუენშტაინ საქართველო – ადამიანების განვითარების მენეჯერი თემა: ზრუნვის ალქიმია
  5. ნათია ხვადაგიანი – პალიტრა მედია ჰოლდინგი ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მიმსართულების ხელმძღვანელი თემა: თანამშრომლებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციები და მიზანი
  6. დეა დარბაიძე – Evolution Georgia, HR ადმინისტრირების მენეჯერი თემა: ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი განვითარება
  7. ნინო ჯინჯოლვა – HR მენეჯერი თემა: რეკრუტინგის 4 გრძნობა
  8. ნინო ინაშვილი –  HR ბიზნეს პარტნიორი – Majorel Georgia  თემა:Recruitment: everything you need to know
  9. თამარ კუნჭულია – HR Solutions დამფუძნებელი და HR კონსულტანტი თემა: HR ტენდეციები და მათი ადაპტაცია, HR სტრატეგია EMPLOYEE ENGAGEMENT
  10. ანა ფოცხვერაშვილი – Haworth ტლანტებისა და ტრენინგების სპეციალისტი. თემა: თანამშრომელთა ჩართულობის კითხვარი ორგანიზაციაში.

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი. ზუსტ განრიგს მიიღებთ მას შემდეგ რაც მოხვდებით ნექსთის მეთვრამეტე ნაკადში.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 4 ოქტომბრამდე და დაგიკავშირდებით: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება 4 ოქტომბერს და გაგრძელდება 1 თვე.

რა არის HR hub Next-ის მონაწილეობის ღირებულება?

პროექტის ღირებულებაა 300 ლარი.

გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პროექტის შუაში და დასრულებისას.

ადგილები შეზღუდულია.

გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?

  • პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
  • შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:

HR hub Next-ის მხარდამჭერია: Grant Thornton Georgia