HR hub-ის ახალი სეზონის პირველი ღონისძიება 30 სექტემბერს, 19:00სთ-ზე, ტექნოპარკში გაიმართება.
ამ სეზონზე ბევრი სიახლე გვაქვს. ყოველთვიურ ღონისძიებებს პალიტრა მედია ჰოლდინგთან ერთად, პსპ დაზღვევა დაუჭერს მხარს. სექტემბრის ღონისძიება ძალიან საიტერესო თემებს – ორგანიზაციულ კულტურას, ცვლილებებს და კიბერუსაფრთხოებას დაეთმობა, რომელსაც კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე და კაიზენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლალი ყიფშიძე გაუძღვებიან.
ღონისძიება სამ ნაწილად დაიყოფა:
- პირველი ნაწილი დაეთმობა კიბერუსაფრთხოებას, როგორც ორგანიზაციული კულტურის შემადგენელი ნაწილს, კიბერჰიგიენის მრავალკომპონენტიანი სწავლების სისტემის მნიშვნელობას.
სპიკერის შესახებ:
ანდრო გოცირიძე იყო თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014 -2016 წწ, გენერალური ინსპექტორი 2012-2014 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობეზე, 2008-2012 წლებში იყო სს „პრივატბანკისა“ და სს „ბანკი კონსტანტას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგია, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, დაინერგა კიბერცნობიერების ამაღლების მრავალკომპონენტიანი სისტემა, გატარდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს რეფორმა.
აგრეთვე ანდრო არის უსაფრთხოების თემაზე წიგნის, სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი. კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო და კავკასიის უნივერსიტეტებში, ასევე რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო მოხელეთა სასწავლო კურსზე. არის 2015-16 წ. NATO PFPC მიერ შექმნილი Cyber Security Generic Reference Curriculum-ის თანაავტორი.
თემის შესახებ, კავშირი კიბერუსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას შორის:
თანამედროვე ბიზნეს-ორგანიზაციის არსებობა კიბერსივრცეში ოპერირების გარეშე წარმოუდგენელია – იგი ბიზნეს-პროცესების წარმოების ძირითადი არეალია და გამოიყენება არა მარტო ყოველდღიური ფუნქციების შესასრულებლად, არამედ უზრუნველყოფს ჩართულობასა და სათანადო ინფორმირებულობას, წარმოადგენს კავშირის ძირითად საშუალებას.
თანამშრომელი, ინსაიდერი კიბერუსაფრთხოების ყველაზე სუსტი წერტილია: მის ერთ არასწორ ქმედებას ძვირადღირებული ტექნიკური დაცვის პირობებშიც კი, შეუძლია გამოუსწორებელი ზარალი მიაყენოს ბიზნესს. კიბიერჰიგიენის სწავლების მრავალკომპონენტიანი სისტემის დანერგვის გზით თანამშრომელი ეუფლება კიბერუსაფრთხოების აუცილებელ გაცნობიერებულ უნარ-ჩვევებს,ორგანიზაციაში მკვიდრდება უსაფრთხოების შესაბამისი ქცევები და კიბერუსაფრთხოება ხდება ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტი.
- ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა კორპორატიული კულტურისა და ცვლილებების თემას.
- ღონისძიების მესამე ნაწილი კი, დაეთმობა კონკურსის ,,HR ტურისტი” პრეზენტაციებსა და გამარჯვებულების დაჯილდოებას. გუნდური თამაში – „HR ტურისტი“, HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება და საქართველოს რეგიონების უცნობი ადგილების აღმოჩენას ისახავს მიზნად. კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერი და მათი კომპანიის თანამშრომლები იღებენ.
კონკურსის მიზანი HR მენეჯერებისა და მათი გუნდების მიერ საქართველოს რეგიონებში ახალი ადგილების აღმოჩენა, უცნობი ფაქტების შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელებაა. ამავე დროს, რეგიონული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.
შეგახსენებთ, ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ HR hub-ის ოფიციალური წევრები შეძლებენ.
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ! რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: .
HR hub-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა გქონდეთ 2 წელზე მეტი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu.
2015 წლიდან HR hub ყოველთვიურად ატარებს ღონისძიებებს HR პროფესიონალებისთვის.
HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.