შემოგვიერთდით

HR კორპორატიული კარნავალი – ახლა თქვენი დროა!

HR hub-ის ორგანიზებით, 16 იანვარს, KD Meta Restaurant – ში , 19:00სთ-ზე HR კოპორატიული გაიმართება. ეს იქნება კოსტუმირებული, დაუვიწყარი ღონისძიება, სადაც შეგიძლიათ ერთი დღით საყვარელი ფილმის ან წიგნის პერსონაჟად იქცეთ.

თქვენ ხომ მთელი წელი თანამშრომლებზე ზრუნავთ, მათთვის გეგმავთ კორპორატიულ წვეულებებს, ღონისძიებებს, თქვენზე კი ჩვენ ვიზრუნებთახლა თქვენი დროა!

გპირდებით საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

რა გელოდებათ?

  • სპიკერი პაატა პაპავა Teamboat

თემა: კორპორატიული კულტურა და ღონისძიებები ორგანიზაციაში –  რა? სად? როდის? და რატომ დავგეგმოთ?

სპიკერი გაგვიზიარებს გამოცდილებას და მოგვცემს რჩევებს: რატომ ვატარებთ და როგორ შევარჩიოთ კორპორატიული ღონისძიება, თიმბილდინგი ჩვენი ორგანიზაციისთვის? რა რეალურ ბენეფიტებს ვიღებთ და როგორ ვზომავთ შედეგებს?!

  • სახალისო თამაშები – აი ისეთები თქვენ რომ გიყვართ;
  • ბეეეეეეეეევრი საჩუქარი, რომელიც “Hotsale-ის სანტას” თქვენთვის უკვე გამზადებული აქვს;
  • ფურშეტი და ალკოჰოლი;
  • სასიამოვნო გარემო და მუსიკა, აი ყველას რომ ააცეკვებს ისეთი.

ღონისძიებაზე მოსახვედრად რა თქმა უნდა საჭიროა რეგისტრაცია თან სწრაფად, რადგან ადგილები შეზღუდულია forms.gle/SddW487KXJGAuvvKA .

დრესკოდი: მთავარია ფილმის ან წიგნის რომელიმე პერსონაჟს ჰგავდეთ. დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია. ეს რა თქმა უნდა აუცილებელია.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: hotsale sfero.ge KD4US Grant Thornton Georgia.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.