შემოგვიერთდით

გამოცხადებულია HR hub Next-ის ოცდამეორე ნაკადის მიღება, დარეგისტრირდით!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

პროექტი 2018 წლიდან უამრავ ადამიანს აძლევს გზა და ხედვას დაიწყონ კარიერა, განვითარდნენ ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით და გააფართოვონ კონტაქტები.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება და შეხვდებით ამ სფეროს პროფესიოპნალებს, რომლებიც ცოდნას და გამოცდილებას გაგიზიარებენ.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ ეს სააპლიკაციო ფორმა და დაგიკავშირდებით: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

ახალი N23 ნაკადისთვის პროექტი დაიწყება იანვარში.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ამ დროისთვის პროექტს ჰყავს 500-ზე მეტი კურსდამთავრებული.

რა არის HR hub Next-ის მონაწილეობის ღირებულება?

პროექტში მონაწილეობის ღირებულებაა 378 ლარი.

გადახდა შეგიძლიათ ორ ნაწილად, პროექტის დაწყებამდე და დასრულებისას.

იჩქარეთ. დარეგისტრირდით. ადგილები შეზღუდულია.

 

ვინ იქნებიან მენტორები და რა თემებს დავფარავთ?

ონლაინ შეხვედრების ცხრილი.

  1. 18 ნოემბერი 19:00 ტრადიციულად, ადმინისტირებისა და HR ტექნოლოგიების ნაწილს გაუძღვება Self.HR – თაკო ბენდელიანი – მომხმარებელთა გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი თემა: ,,HR პროცესების გაციფრულება და მისი ეფექტები ბიზნესის განვითარების გზაზე”
  2. 20 ნოემბერი 19:00 სოფო იობაძე HR Lofty მმართველი პარტნიორი თემა: დამსაქმებლის ბრენდინგი ქართულ და გლობალურ ბაზარზე
  3. 27 ნოემბერი 19:00 რუსუდან თამაზაშვილი  აჭარაბეთი Head of People Excellence Department თემა: ლიდერშიფის განვითარების მნიშვნელობა ორგანიზაციაში (L&D) 
  4. 4 დეკემბერი 19:00 ლია კვირჭიშვილი – სს “იბერია რეფრეშმენტსის” (PepsiCo-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში) HR დირექტორი თემა: Performance Management: HR-ის როლი შედეგების გაძლიერების პროცესში 
  5. 11 დეკემბერი 19:00 ელენე გავაშელი Adjara Group Head of People and Culture Department თემა: HR მარკეტინგი & დამსაქმებლის ბრენდინგი
  6. 12 დეკემბერი 19:00 ანა ყულოშვილი ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი Fino თემა: The Science of Motivation: ქცევითი ეკონომიკის გამოყენება HR-ში
  7. 13 დეკემბერი 19:00 ხატია კუპრაშვილი Head of talent Attraction and development at Adjara Group თემა: The Fundamentals of Talent Attraction/ Adapting to Changes in the job market
  8. 16 დეკემბერი 19:00 ნათია მამრიკიშვილი ფსიქოლოგი თემა: წარმატების ფსიქოლოგია.
  9. 17 დეკემბერი 19:00 მარიამ მეხაშიშვილი HR ბიზნეს პარტნიორი თემა: რეკრუტინგი 
  10. 18 დეკემბერი 19:00  ვერიკო სიტნიკოვი თეგეტა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: Leadership Development & Succession Planning პროგრამები და მათი გავლენა ორგანიზაციისა თუ თანამშრომელთა უწყვეტ განვითარებაზე.
  11. 19 დეკემბერი 19:00 მარიამ ჩოხელი ორგანიზაციის ფსიქოლოგი, კარიერის კონსულტანტი, Erickson-ის სერტიფიცირებული ქოუჩი, HR&OD კონსულტანტი თემა: ნდობა და კომუნიკაცია, როგორც გუნდის ეფექტურობის გარანტი

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი.

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

გიზიარებთ რამდენიმე კურსდამთავრებულის შეფასებას:

  • სოფო სტეფანიშვილი: “მადლობას გიხდით საინტერესო და მრავალფეროვანი კურსისთვის! ვფიქრობ, მეთოდი, გამოცდილი HR პროფესიონალების მიერ სალექციო კურსის ჩატარება, მათი გამოცდილებების გაზიარება, მეტ ცოდნას და რეალურ წარმოდგენებს უქმნის HR სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აღნიშნულ სფეროზე.”
  • მაკა ჩადუნელი: “დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მოლოდინს გადააჭარბა ყველა შეხვედრამ.”
  • სალომე ბუბუტეიშვილი: “დიდი მადლობა ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, რომელმაც შეიტანა საკუთარი წვლილი. ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და სახალისო იყო თქვენთან ურთიერთობა ამ ხსნის განმავლობაში. ღია ვარ ნებისმიერი სიახლისთვის და გამიხარდება თუ ხშირად მივიღებ მსგავს პროექტებში მონაწილეობას. მადლობა პროექტის ფასილიტატორს, გიორგის, რომ ასე ერთგულად ედექით გვერდით მონაწილეებს. დიდი სურვილი მაქვს კიდევ მივიღო მონაწილეობა მსგავს პროექტებში.”
  • თეკლა დარსალია: “მადლობა მინდა გადავუხადო HR hub-ს ასეთი შესაძლებლობისთვის და საუკეთესო მენტორების შერჩევიათვის! ასევე, პროექტის ფასილიტატორი, გიორგი,  კურსის განმავლობაში დაუზარლად პასუხობდა მონაწილეების შეკითხვებსა და სწორად უძღვებოდა შეხვედრებს. ასევე აღსანიშნავია, რომ  მასალები მოგვდიოდა დროულად. ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული კურსის, ვინაიდან ამ სფეროში ზუსტად კუსრსის დაწყებისას შევდგი ფეხი და საკმაოდ ბევრი გავიგე ზემოთხსენებული მენტორებისგან.”
  • გვანცა ვარდიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ტრენინგისთვის, ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები. მომეწონა ორგანიზებულობა, ტრენერები და ის რომ სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდნენ. მომეწონა, რომ მენტორები მზად იყვნენ გამოცდილების გაზიარებისთვის.
    ასევე, დადებითად შევაფასებ მენტორობის პრაკტიკას. ძალიან კმაყოფილი ვარ და თქვენს სხვა ტრენინგებსა და ვოქშოფებს სიამოვნებით შევუერთდები.

გელოდებით HR hub Next – ში!