15 თებერვალს HR hub – ის ორგანიზებით ღონისძიება HR Online ჩატარდება.
ღონისძიება HR მენეჯერებისთვის აქტუალურ თემებსა და სიახლეებს დაეთმობა.
ღონისძიების ერთი ნაწილი დაეთმობა თემას: როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!
გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება. დამსაქმებლები კი ფიქრს იწყებენ თუ რა აჩუქონ თანამშრომლებს და როგორ გაახარონ ისინი. სპიკერები გაგვიზიარებენ რჩევებს, როგორ ვმართოთ და დავგეგმოთ ეს პროცესი იდეიდან განხორციელებამდე.
- HR მენეჯერის როლი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზაციაში;
- როგორ გავუფერადოთ ახალ თანამშრომელს პირველი დღე სამსახურში?!
- ორგანიზაციის სადღესასწაულო დღეეებისა და თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა;
- საჩუქრები თანამშრომლებისთვის “ნებისმიერი ბიუჯეტით” და ა.შ
სპიკერები:
- სოფო ნაცვლიშვილი Click Events–ის დამფუძნებელი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი “ადამიანური კაპიტალის და ადმინისტრაციის უფროსი”.
- ლევან მდინარაძე – Rem Bow Events-ის დამფუძნებელი.
- ლიკა კაპანაძე – შიდა კომუნიკაციის სპეციალისტი, გეშტალტ ქოუჩი.
თემა: შიდა კომუნიკაციები ორგანიზაციაში.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა თემას: როგორ ვმართოთ შრომითი ურთიერთობები, რომელსაც გაუძღვება გრანთ თორნთონის გუნდი.
ამ ნაწილში განვიხილავთ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებულ პრაქტიკულ მაგალითებს, ასევე შრომის სამართლის სფეროში უახლეს ცვლილებებს, მიდგომებსა და პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებს. ამასთანავე, შესაძლებლობა მოგეცემათ, დასვათ თქვენთვის აქტუალური კითხვები.
გვექნება პანელ-დისკუსია და კითხვა-პასუხის ფორმატში განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
- მიმდინარე საიხლეების ანალიზი;
- როგორ გავმიჯნოთ შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებები?
- რა ანტიდისკრიმინაციული ელემენტები უნდა გავითვალისწინოთ შრომით ურთიერთობებში?
- როგორ მივუსადაგოთ შრომით ურთიერთობას ხელშეკრულების შესაბამისი ტიპი – სტანდარტული, გამოსაცდელი ვადის თუ სტაჟირების ხელშეკრულება?
- რა არსებითი პირობები უნდა გავითვალისწინოთ შრომით ხელშეკრულებაში?
- როგორია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტი?
- რა თავისებურებებით ხასიათდება შვებულების უფლება?
- რა საფუძვლის არსებობისას დაიშვება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება?
- რა ვალდებულება აქვს დამსაქმებელს დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას?
- რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს შრომითი ნორმების არასათანადო დაცვას?
ვინ იქნებიან სპიკერები:
ნინო ჯოლია – გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, საფრანგეთის პიერ მენდესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის/ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი.
მიხეილ კუპატაძე – გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ამერიკული სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის კურსდამთავრებული და აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი.
ნინო ჭყოიძე – ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების მენეჯერი.
თემა: როგორც ვაქციოთ ტალანტები სუპერ ტალანტებად.
განხილული იქნება თანამშრომლების, ტალანტების მუშაობის – ეფექტიანი და ეფექტური სტრატეგიები. მიმდინარე რეალობაში მულტიფუნქციურობა, ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი და მრავალი ამოცანის შესრულება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
შესაბამისად, HR მენეჯერის მიერ რაოდენობრივ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოდელირება ქმნის ტალანტების უტილიზაციის და ლოალურობის მაღალ სტანდარტებს.
დარეგისტრირდით: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA
რეგისტრაციის შემდეგ გამოგიგზავნით ღონისძიებაზე დასასწრებ Zoom- ის ლინკს.
მათ, ვინც ღონისძიებას დაესწრება, შესაძლებლობა აქვს გახდეს სხვადასხვა საჩუქრის მფლობელი, რომელსაც შემდეგი კომპანიები დააწესებენ: Dealz.ge, Mioshop.ge, Flower BAr.
ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US Dealz.ge.