HR hub-ის ორგანიზებით 20 თებერვალს, 16:00სთ-ზე სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ), ,,HR TEAM” 2024 – წლის სეზონის გახსნის მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება.
ღონისძიების წარმდგენია Fitpass, მხარდაჭერებიი კი – “Inn Hospitality” და Hiro – კომპლექსური HR სერვისების აუთსორსინგული კომპანია.
ყოველ წელს სეზონს ამ ღონისძიებით გავხსნით და დელეგატებს მთელი საქართველოდან, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიდან, გავუზიარებთ წლის მთავარ სიახლეებს, პროგნოზებსა და ტრენდებს, რომლებიც მთელი HR გუნდისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
,,HR TEAM” დაეთმობა სწორედ 2024 წლის ტენდენციებისა და HR გუნდების პრიორიტეტების განხილვას. ასევე მოეწყობა სამუშაო შეხვედრა Teamwork, სადაც ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთვება. დრო რა თქმა უნდა ნეთვორქინგისთვისაც გექნებათ. შეხვდებით ძველ კოლეგებს და იპოვით ახალ პარტნიორებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.
დასწრების ღირებულებაა: 150 ლარი.
HR გუნდებისთვის სპეციალური ფასები კი შემდეგია:
- თუ გუნდიდან ესწრება 2 – 5-მდე მონაწილე – 10% ფასდაკლება;
- თუ გუნდიდან ესწრება 5 და მეტი მონაწილე მონაწილე – 15% ფასდაკლება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 591990107
ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი ღონისძიებაზე?
- დეა ჩხაიძე – Creative Leadership Hub – Founder and CEO
- ალექსანდრე ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: “ლიდერების ტომი” – როგორია გუნდის დინამიკა თანამედროვე ორგანიზაციაში? რომელი სამი “ტომი” განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას? რა არის “ლიდერების ტომი” და როგორ შევუწყოთ ხელი მის გაძლიერებას?
- მედეა ტაბატაძე –ადამიანური რუსურსების მართვისა და განვითარების კონსულტანტი
თემა: ,,რატომ იზრდება ინტერესი employer branding-ზე?” – ბოლო პერიოდში კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლის ბრენდს. შერჩევის ძველი მეთოდები უკვე აღარ არის ეფექტური. კანდიდატები კომპანიების იმიჯს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მედეა სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს ვრცლად.
- პაატა პაპავა – TEAMBOAT-ის მმართველი პარტნიორი
ინტერაქტიული სესია: “გუნდის განვითარების დაჩქარებული პროგრამები”
- როდის გადავიდეთ გუნდის განვითარების მომდევნო საფეხურზე?
- როგორ ყალიბდება გუნდის წევრთა დამოკიდებულებები საკვანძო მიზნების, როლებისა და ნორმების მიმართ?
- რა ცვლის სინამდვილეში ორგანიზაციულ კლიმატსა და კულტურას?
- გვანცა ბესელია – საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
თემა: გზა კადრებიდან ადამიანებამდე. HR სფეროს ტრანსფორმაცია საჯარო სამსახურში
- გიორგი დათუკიშვილი – ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი.
თემა: როგორ დაზოგოთ დრო მეტი პროდუქტიულობისთვის?!
- ნინო მარგველაშვილი – ,,კაიკონას” თანადამფუძნებელი
თემა: “სივრცე მოსვენებისთვის” – სამუშაო გარემოში თანამშრომლის დასვენების მნიშვნელობა
ვისთვისაა ღონისძიება?
კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები)
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები.
- დამფუძნებლები, დირექტორები, TOP მენეჯერები;
Fitpass კორპორატიული მომსახურებაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს, იზრუნონ თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრებასა და მოტივაციაზე. პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ დაკავდნენ 40-ზე მეტი სპორტული აქტივობით, 150-ზე მეტ ობიექტში, ყოველღიურად, თვეში ერთი სააბონენტო გადასახადით. Fitpass სისტემაში ჩართვა კი კომპანიებისთვის არის სრულიად უფასო.
მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროების ქსელი საქართველოში კომპანია ინნ ჰოსფითალითი ოთხ სასტუმროს მოიცავს: ბაკურიანი ინნ, გუდაური ინნ, ახალციხე ინნ და როიალ ინნ. თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებული კონცეფციისაა.
განრიგი:
- 16:00 ღონისძიების გახსნა
- 16:05 Fitpass სალომე ბერიაშვილი Fitpass-ის კომერციული დირექტორი
- 16:15 Inn Hospitality ნინუცა სიხარულიძე კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
- 16:20 დეა ჩხაიძე– თემა: HR გუნდების 2024 წლის მთავარი გამოწვევები
- 16:40 გვანცა ბესელია – თემა: გზა კადრებიდან ადამიანებამდე.HR სფეროს ტრანსფორმაცია საჯარო სამსახურში
- 17:10 Hiro – კომპლექსური HR სერვისების აუთსორსინგული კომპანია
- 17:15 პაატა პაპავა TEAMBOAT – ის ინტერაქტიული სესია: გუნდის განვითარების დაჩქარებული პროგრამები
- 18:00 შესვენება
- 18:40 მედეა ტაბატაძე – თემა ,,რატომ იზრდება ინტერესი employer branding-ზე?”
- 19:00 ალექსანდრე ჯეჯელავა– თემა: “ლიდერების ტომი”
- 19:50 გიორგი დათუკიშვილი – თემა: “დაზოგე დრო მეტი პროდუქტიულობისთვის”
- 20:15 ნინო მარგველაშვილი – თემა: სამუშაო გარემოში თანამშრომლის განტვირთვის მნიშვნელობა.
- 20:30 გათამაშება.
ღონისძიების პარტნიორები არიან: ინნ ჰოსფითალითი, ფლომასტერი, სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.