შემოგვიერთდით

HR hub Next-ის ოცდამეერთე ნაკადის მიღება გამოცხადდა, დარეგისტრირდით!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

პროექტი 2018 წლიდან უამრავ ადამიანს აძლევს გზა და ხედვას დაიწყონ კარიერა, განვითარდნენ ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით და გააფართოვონ კონტაქტები.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება და შეხვდებით ამ სფეროს პროფესიოპნალებს, რომლებიც ცოდნას და გამოცდილებას გაგიზიარებენ.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 20 სექტემბრამდე და დაგიკავშირდებით: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ამ დროისთვის პროექტს ჰყავს 500-ზე მეტი კურსდამთავრებული.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება   23 სექტემბერს (ჩატარდება ორშაბათს და ხუთშაბათს) და გაგრძელდება 1 თვე.

ვინ იქნებიან მენტორები და რა თემებს დავფარავთ?

ონლაინ შეხვედრების ცხრილი.

  1. 23 სექტემბერი 19:00 ლია კვირჭიშვილი – სს “იბერია რეფრეშმენტსის” (PepsiCo-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში) HR დირექტორი – Mastering Talent Management: სტრატეგიული მიდგომები წარმატებული საქმიანობისთვის
  2. 26 სექტემბერი 19:00 დეა მოდებაძე – “ევოლუშენ ჯორჯიას” ტალანტების მოზიდვის გუნდის ლიდი, Erickson Coaching International -ის ქოუჩი თემა: Talent Acquisition – challenges and opportunities with Gen Z
  3. 30 სექტემბერი 19:00 ია კაპანაძე Optimo Group – CHRO – Chief Human Resources Officer – How recruit Top talents in IT companies
  4. 3 ოქტომბერი 19:00 თამარ ჩხაიძე – Radisson Collection-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი – HR ანალიტიკა და მონაცემებზე დაფუძნებული ეფექტური გადაწყვეტილებები
  5. 7 ოქტომბერი 19:00 ანა ყულოშვილი ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი Fino – Agile Transformation: როგორ შევცვალოთ ტრადიციული მენეჯმენტი თანამედროვე მიდგომებით
  6. 10 ოქტომბერი 19:00 თამარ კუნჭულია საქართველოს/თბილისის ოფისის დირექტორი, HR ოპერაციების ხელმძღვანელი Gurtam – international IoT software developer and provider – თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის მნიშვნელობა ორგანიზაციაში
  7. 14 ოქტომბერი 19:00 ნათია ხაჩიძე ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ციტადელი – ორგანიზაციული ბენეფიტები და შრომითი კმაყოფილება
  8. 17 ოქტომბერი 19:00 თამუნა სხიერელი HR მენეჯერი British International School of Tbilisi – ორგანიზაციული სწავლება
  9. 21 ოქტომბერი 19:00 რობერტ შმიდტი, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი HR სფეროში – ტალანტების ციფრული ძიება  – ხელოვნური ინტელექტი და რეკრუიტმენტის მომავალი
  10. 24 ოქტომბერი 19:00 მარიამ მეხაშიშვილი HR ბიზნეს პარტნიორი – Ratuken Viber – HRBP – ის მიმართულებით: თანამშროლების ჩართულობა (Employee Engagement Ways to Keep Employees Motivated, How to Reduce Employee Turnover)
  11. 28 ოქტომბერი 19:00 ტრადიციულად, ადმინისტირებისა და HR ტექნოლოგიების ნაწილს გაუძღვება Self.HR – ის გუნდი: თაკო ბენდელიანი – მომხმარებელთა გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი და მარიამ ნებაძე – product owner თემა: ,,HR პროცესების გაციფრულება და მისი ეფექტები ბიზნესის განვითარების გზაზე”

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი.

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

რა არის HR hub Next-ის მონაწილეობის ღირებულება?

პროექტში მონაწილეობის ღირებულებაა 378 ლარი.

გადახდა შეგიძლიათ ორ ნაწილად, პროექტის დაწყებამდე და დასრულებისას.

იჩქარეთ. დარეგისტრირდით. ადგილები შეზღუდულია.

გელოდებით HR hub Next – ში!