HR hub-ის ორგანიზებით 12 ივლისს, 13:00სთ-ზე (რეგისტრაცია 12:30სთ-დან დაიწყება) შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2024 ჩატარდება.
ვორქშოპებზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო. აირჩიეთ სასურველი, ვორქშოპი, მოძებნეთ ღონისძიების სივრცეში და დაესწარით.
მთელი დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან ვორქშოპებს, მასტერკლასებს, მოისმენენ სპიკერების გამოსვლებს და სხვადასხვა საინტერესო და სათავგადასავლო აქტივობებში ჩაერთვებიან. ტრადიციულად, გაიმართება გათამაშებებიც.
საინტერესო სპიკერები, ნეთვორქინგი, ვორქშოფები, მოულოდნელი ამბები, დიდი საერთო თავგადასავალი – აი რა გელოდებათ წლევანდელ სამიტზე.
როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებით.
ჯერ იქნება ვორქშოფები და საღამოს, ღია ცის ქვეშ, ტერასაზე სცენას სპიკერები დაიკავებენ.
HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა ,,მომავლის HR/Future of HR” იქნება. დავფარავთ საკითხებს, რომლებიც მომავალში აქტუალური იქნება HR მენეჯმენტში. სწორედ ამის გარშემო დაიგეგმება სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობა.
HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 12 ივლისამდე.
ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება: თუ ჩვენი ტრანსპორტით გადაწყვეტთ სარგებლობას, ავტობუსი 12 ივლისს დილით გავა შატო მუხრანისკენ და საღამოს ღონისძიების დასრულების შემდეგ დაბრუნდება თბილისში. ზუსტ ადგილს თუ სად დაგხვდებათ ტრანსპორტი, მოგწერთ მეილზე.
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
HR ბიზნეს სამიტის განრიგი
- 12:00 კარის გახსნა
- 12:00 – 13:00 ყავასთან ერთად ჟღურტული
- 13:00 ღონისძიების დაწყება ( Erickson Coaching International • Georgia-ს გათამაშება)
- 13:30 Teamboat – ის ნეთვორქინგ აქტივობა: გავიცნოთ ერთმანეთი?!
- 14:00 ვორქშოპები
- 16:30 ენერგიით დასამუხტი სადილი
- 18:00 გაფრენა Flying to the Moon – პაატა პაპავა – თიმბოუთის მმართველი პარტნიორი
- 18:30 სპიკერების გამოსვლები
- 22:00 გათამაშება (მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც იმ დროს ადგილზე იქნება)
HR ბიზნეს სამიტი 2024 – ის სპიკერები:
18:00 პაატა პაპავა – თიმბოუთის მმართველი პარტნიორი თემა: Flying to the Moon
18:30 ელენე ოთარაშვილი – სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი; საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. თემა: ლიდერობა ბარიერების გარეშე
18:50 ირინა მაისაია – აგროჰაბის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: The Future of Employee Experience
19:10 შოთა ჩინჩალაძე – ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი თემა: ბრენდი რა შუაშია?
19:30 მაიკო მეტრეველი – კლასტერ ოპერაციების დირექტორი (გლობალური სპორტული ღონისძიებები, ფიფას მსოფლიო თასი 2022) თემა: 13 500 თანამშრომელთან მუშაობის გამოწვევები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს
19:50 სანდრო ჯეჯელავა – ფლომასტერის დამფუძნებელი და დირექტორი თემა: რას გააკეთებდი, წარუმატებლობის საფრთხე რომ არ არსებობდეს? (If you could not fail)
20:10 ლიკა ზუროშვილი – Epam-ის People Operatoins Lead თემა: Positive working culture
20:30 ნათია ფანჯიკიძე – ფსიქოლოგი თემა: ემოციური ინტელექტი
20:50 აჩი არველაძე – ფეხბურთელი თემა: საუბრები ფეხბურთზე: გუნდურობა, მოტივაცია და მიზნების დასახვა.
სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:
14:30 -15:20 და 15:30-16:20 Erickson Coaching International • Georgia „HR, როგორც გუნდური ქოუჩი“ ეფუძნება ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკრედიტებულ პროგრამას “მაღალეფექტური გუნდების ქოუჩინგი” [High Performance Team Coaching] და მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა გუნდის ფორმირება, მისი განვითარება, ნდობის განწყობის შექმნა და გუნდის ინტელექტის ერიქსონისეული 4Q მოდელი.
მასტერკლასს ატარებენ – ერიქსონის უნივერსიტეტის გუნდური ქოუჩინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ჩოხელი (EPC) და ასოცირებული ტრენერები სოფო ბერიძე (EPC) და ანა აბზიანიძე (EPC).
მონაწილეთა რაოდენობა: 20
- თიმბოუთი
როგორც ყოველთვის, „თიმბოუთი“ რამდენიმე განსხვავებული ჟანრის ვორქშოფს შესთავაზებს მონაწილეებს:
14:30-16:15 ვორქშოფი I – სამაგიდო თამაში „AntiHR”
ექსკლუზიურად ამ სამიტისთვის ჩაფიქრებული დედუქციურ-სიმულაციური ჯგუფური თამაში „AntiHR“. ეს არის ცნობილი სამაგიდო თამაშის „მაფიის ღამე“ ერთგვარი იმპროვიზაცია, ადაპტირებული ორგანიზაციულ გარემოსა და უხილავ პროცესებზე. მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური მსჯელობა და HR-ული ალღო, რათა გუნდურად იხსნან ორგანიზაცია ანტი-HR-ული გავლენებისგან.
მონაწილეთა რაოდენობა – 16.
14:30 -16:15 ვორქშოფი II – „ნელა-ნელა“
ვორქშოფი სახელწოდებით „ნელა-ნელა“ ჩაფიქრებულია იმგვარად, რომ შევნელდეთ, ჩავფიქრდეთ და განვიცადოთ. ბევრი ჩვენგანი ცხოვრებას ატარებს წარსულის მუდმივად გადახედვასა და მომავლისკენ სწრაფვაში — აწმყოში სიამოვნებისთვის შეჩერების გარეშე. აწმყო მომენტის დაჭერა — ეს არის უნარი, მეტი ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს, კოლეგებს, გარემოს და მთელ ორგანიზაციას. რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშოს დახმარებით კი HR-ების წინ სხვადასხვა ფენომენი „ალაპარაკდება“.
მონაწილეთა რაოდენობა – 40
14:30 ვორქშოფი III – Teamboat Networking Quest
სპეციალურად 2024 წლის ბიზნეს სამიტისთვის „თიმბოუთმა“ მოამზადა საკონკურსო ქვესტი, რომელიც გამოავლენს სამიტის რამდენიმე SuperNetworker-ს. ყველა მონაწილე მიიღებს შესასრულებელი ჯგუფური დავალებების ნუსხას და თავად გადაწყვეტს, თუ ვისთან შეიკვრება, რომელ დავალებებს შეასრულებს სხვებთან ერთად და რამდენ ქულას (NetCoin-ს) შეაგროვებს. ღონისძიების მთელ სივრცეში მიმოფანტული თამაშებისა და აქტივობების მრავალფეროვნება სრულიად შთამბეჭდავია: „ზიარლაბირინთი“, „მეგაშურდული“, „ელექტროწრედი“, „ცოცხალი სასწორი“, „გატეხილი კოდები“ და სხვა.
თითოეული აქტივობის გუნდის წევრთა რაოდენობა – 2-დან 8-მდე
- Self.HR Talk zone
14:20 – 14:30 Self Talk კომუნიკაციის სწრაფი, მარტივი, უსაფრთხო სივრცე
14:30 – 15:00 მედეა ტაბატაძე ორგანიზაციული განვითარებისა და HR კონსულტანტი თემა: შეღავათები თანამშრომლებზე ზრუნვისთვის. მსოფლიოს დასაქმებულების 80% ზე მეტი განიცდის სტრესსა და მარტოობას (გალაპის კვლევა, 2024). სტრესის ძალიან ბევრი ფაქტორი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. თანამედროვე ორგანიზაციების გამოწვევაა ისეთი გარემოს და პროგრამების შექმნა, რომელიც ზრუნავს თანამშრომლებზე. ვორქშოპზე ვისაუბრებთ რა არის ის შეღავათები, რომლის მიზანია თანამშრომლების კარგად ყოფნაზე ზრუნვა.
მონაწილეთა რაოდენობა: 50-მდე
15:30 – 16:00 გრიგოლ სიდამონიძე – ,,დენუო თბილისის” მმართველი პარტნიორი, HR სკოლის ტრენერი. თემა: როგორ უნდა მოიქცეს კომპანია – ბულინგის შემთხვევების აღმოჩენის დროს?
მონაწილეთა რაოდენობა: 50-მდე
14:30-15:10 და 15:30 – 16:10 Signify – საკუთარი თავის განვითარებაზე დავფიქრდებით არა ბიზნეს და პროფესიული ლექციების საფუძველზე, არამედ საკუთარ თავში ჩაღმავებით და ცოტა ხნით გარე ფაქტორებისგან გათიშვით. მივუდგებით ჩვენი თავის ამოხსნას ისე, როგორც ბრენდის ამოხსნას უდგებიან ბრენდის სტრატეგები. ბოლოს კი საინტერესო სოციალური ექსპერიმენტით დავასრულებთ.
მონაწილეთა რაოდენობა: 15
- ფლომასტერი – ფლომასტერი ორი ტიპის Workshop-ს ჩაატარებს:
14:30-15:30 “Gen Z და Gen Y (მილენიალები) სამსახურებრივი განსხვავებები და მსგავსებები”, რომელსაც გაუძღვებიან ანი ხარშილაძე და ეკატერინე ხუცაიძე.
მონაწილეთა რაოდენობა: 50
15:45-16:30 “ეჯაილ მენეჯმენტი”, სადაც განიხილება, რა არის ეჯაილ მენეჯმენტი, რატომ გახდა აქტუალური, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მას “ტრადიციულ” მენეჯმენტთან და სტრუქტურებთან შედარებით. ამ ვორქშოპს წარმართავს სალომე ხაინდრავა.
მონაწილეთა რაოდენობა: 50
14:30- 15:20 Grant Thornton – “სახელფასო ქრონიკები – Payroll-ის ევოლუცია”. ორგანიზაციების ზრდისა და განვითარების პარალელურად, სახელფასო თუ სხვა განაცემების პოლიტიკაც სულ უფრო კომპლექსური ხდება, რაც მოითხოვს კომპანიის მხრიდან ორგანიზებული და გამართული სისტემების გამოყენებას. ვორქშოპზე შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ იმ უახლეს საერთაშორისო მიდგომებსა და გამოცდილებას, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ Payroll-ის მხარდამჭერი პროცესები. ტრენერები: ნათია ივანიაშვილი – გრანთ თორნთონ საქართველოს BPS დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი, ნათია მჟავანაძე – გრანთ თორნთონ საქართველოს BPS დეპარტამენტის მენეჯერი.
მონაწილეთა რაოდენობა: 30
- ICF საქართველოს პროფესიონალი ქოუჩები მარიკა ხალიანი და მიშა გაბუნია სამიტზე მოსულ დელეგატებს შემოგთავაზებენ ქოუჩინგ სესიებს მომავლის უკეთ დასაგეგმად;
14:30- 15:10 და 15:30-16:10 ქოუჩინგ სესია მარიკა ხალიანთან
14:30- 15:10 და 15:30-16:10 ქოუჩინგ სესია მიშა გაბუნიასთან
15:00-15:30 და 15:50-16:20 www.sfero.ge – ის შემქმნელები წარმოადგენენ ახალ პროექტს Widgera -ს და ვორქშოპს თემაზე: როგორ შევქმნათ კომპანიის კარიერის გვერდი “5 წუთში”? – საკუთარი პლატფორმის შექმნა და ბრენდის გაძლიერება მისი საშუალებით. განხილული იქნება თუ როგორ შეუძლია HR მენეჯერს შექმნას ბრენდირებული დასაქმების გვერდი საკუთარ დომეინზე, სადაც გააზიარებს და მოახდენს ვაკანსიების პოპულარიზაციას, ეს პროექტი მიზნად ისახავს პლატფორმების მართვა გადავიდეს ინდივიდუალური HR მენეჯერების ხელში.
მონაწილეთა რაოდენობა: 15
14:30-15:20 და 15:30-16:20 ლუტეცია – 2024 წლის ზაფხულის მაკიაჟის და არომატების ტენდენციები ვორქშოპს გაუძღვება ნინო გეჯაძე ლუტეციას ტრენინგ მენეჯერი.
მონაწილეთა რაოდენობა: 15
რატომ უნდა დაესწროთ HR ბიზნეს სამიტს?
- იყო შენი სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
- აღმოაჩინო საუკეთესო პრაქტიკები HR სფეროში;
- გაეცნო მიმდინარე სიახლეებს;
- შეხვდე ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
- გაიცნო და გააცნო თავი ადამიანებს შენი სფეროდან.
გადახედეთ რა ხდებოდა წინა წლებში HR ბიზნეს სამიტზე:
- HR Business Summit 2023 2. HR Business summit 2022 3. HR Business summit 2021 4.HR Business summit 2020 5.HR Business summit 2019 6.HR Business summit 2018
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: გლობალ ბენეფიტსი ჯორჯია Self.HR Teamboat სამუშაო სივრცე NETWORK Rembow. რემბოუ FlowMaster ჰოთსეილი ბია
მედია პარტნიორი: ფორმულა
მალე შევხვდებით!