3 ნოემბერს, 17:00სთ-ზე ,,როიალ თბილისში” (ბელიაშვილის 111), HR hub – ის ახალი სეზონი იხსნება.
ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება. ერთ სივრცეში, თქვენთვის და თქვენი გუნდებისთვის, საინტერესო, სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნობით.
რა დაგხვდებათ ღონისძიებაზე?
კორპორატიული მარკეტი — სპეციალური შეთავაზებები კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს საკუთარი კომპანიისა თუ გუნდებისთვის.
მთავარი სცენა დაეთმობა იმ ადამიანების, გუნდებისა და კომპანიების შესახებ ისტორიებს, რომლებიც ქმნიან ამ პროდუქტებს, მომსახურებებსა და წარმატებულ შედეგებს.
Networking — ახალი პარტნიორები, ძველი კოლეგები და საქმიანი შეხვედრები ერთ სივრცეში.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms
დასწრების ღირებულებაა: 120 ლარი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი.
ადგილები შეზღუდულია.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
-
შეხვდებით HR დირექტორებს, HR მენეჯერებს, დამფუძნებლებსა და C-Suite მენეჯერებს;
-
წარადგენთ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას პირდაპირ მიზნობრივ აუდიტორიასთან;
-
შექმნით ახალ ბიზნეს კონტაქტებს;
-
მიიღებთ გაყიდვების ახალ შესაძლებლობებს;
-
შეძლებთ სპეციალური შეთავაზებების წარდგენას საახალწლო და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიულ პროდუქტებსა და მომსახურებებზე.
ვისთვისაა ღონისძიება?
კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები;
- დამფუძნებლები, დირექტორები;
- მენეჯერული რგოლისთვის, C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia და Geosoft.




