შემოგვიერთდით

“HR Vision 2026” – 19 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება HR ტრენდებსა და სიახლეებს დაეთმობა

HR hub – ის ორგანიზებით, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში (მის: პაატა სააკაძე N1), 2026 წლის პირველი HR ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს წამყვანი სპეციალისტების შეკრებას, ნეთვორქინგს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკული სტრატეგიების განხილვას, რომლებიც დაეხმარება ორგანიზაციებს სწრაფად ცვალებად გარემოში წარმატების მიღწევასა და შენარჩუნებაში.

ღონისძიება დაეთმობა 2026 წლის HR ტენდენციებს, სიახლეებსა და აქტუალურ თემებს, რომლებზეც სპიკერები ისაუბრებენ.

რა კონკრეტული თემები იქნება:

  • 2026 წლის HR ტრენდები, აქტუალური თემები და მთავარი აქცენტები HR – ში;
  • HR-ის როლის ცვლილება AI ხანაში;
  • მოტივაცია;
  • თანამშრომლების ჩართულობა;
  • კორპორატიული კულტურა და ველბინგის, ველნესისა, თანამშრომელთა ზრუნვის პროგრამები;
  • ცვლილებები ორგანიზაციასა და HR მენეჯერის კარიერაში;
  • რეგულაციები შრომითი მიგრაციის სფეროში.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 118 ლარი

ბილეთების შესაძენად და დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle

განრიგი:

  • 18:00 – ღონისძიების გახსნა
  • 18:15 თეონა ბაღათურია – HR კონსულტანტი 

თემა: თანამშრომელთა მიკუთვნებულობის ძალა

  • 18:35 თათია ბაკაშვილი – HR პროფესიონალი კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებით

 თემა: როდის დგება ცვლილებების დრო კარიერაში

  • 18:55 სანდრო ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი

თემა: HR-ის როლის ცვლილება AI “თანამშრომლების”, Part timer/ფრილანსერების და GenZ-ების ხანაში. მრავალფეროვანი და არა მარტო “ადამიანური რესურსის” მართვა.

  • 19:15 – შესვენება
  • 19:35 თათია ხაბეიშვილიIBL Law Office-ის მმართველი პარტნიორი, ექსპერტი შრომით სამართლის მიმართულებით, კერძო და საჯარო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებით, ამასთან, იგი არის შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის შესახებ კანონის და შრომის კოდექსის კომენტარების თანაავტორი. მრავალი წელია, თათია ჩართულია კერძო და საჯარო სექტორში შრომითი ნორმების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში და ატარებს ტრენინგებს საჯარო სტრუქტურებსა და კერძო ორგანიზაციებში.
  • 19:55 ნატო ნათენაძე, IBL Law Office-ის იურისტ-კონსულტანტი შრომის სამართლის მიმართულებით. 2021–2025 წლებში სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

თემაახალი რეგულაციები შრომითი მიგრაციის სფეროში:

  1. რა იცვლება 2026 წლის 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის სფეროში?
  2. ვის სჭირდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება;
  3. რა ვალდებულებები აქვს დამსაქმებელს;
  4. ⁠რა სამრთლებრივ შედეგებს იწვევს შრომითი საქმიანობის უფლების არ არსებობა.
  • 20:15 ღონისძიების დასასრული.

პარკინგი: სივრცეში არის ფასიანი პარკინგი.

ღონისძიებაზე სპეციალური შეთავაზებებით დაგხვდებათ ორი კომპანია:

  •  wowchy.ge რომელიც არის საიტი, სადაც შესაძლებელია 500-ზე მეტი პოპულარული ბრენდის სასაჩუქრე ბარათის ყიდვა ონლაინ და გაგზავნა ადრესატთან სმს ან ელ. ფოსტაზე სულ რამდენიმე წამში. ვაუჩი ქარდი – არის უნივერსალური სასაჩუქრე ბარათი, რომლის გამოყენება შესაძებელია ნებისმიერ პარტიორ ობიექტში საქართველოს მასშტაბით.
  • ასევე, კომპანია Behavency: ” HR-სა და ლიდერებს ვეხმარებით დაინახონ, როგორ მუშაობს გუნდი რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ურთიერთობენ ადამიანები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და როგორ აგვარებენ პრობლემებს და ამ ხედვას ვაქცევთ რეალურ ქმედებად ტრენინგების, ინსტრუმენტებისა და შემდგომი მხარდაჭერის მეშვეობით, რომელიც მართლაც მუშაობს.”
  • Drops Wellness — თანამედროვე ველნეს და ესთეტიკური მედიცინის კლინიკა თბილისში, უკვე მეოთხე წელია ერთადერთი ინტრავენური თერაპიის ცენტრია საქართველოში. კლინიკა სთავაზობს ვიტამინურ და მინერალურ ინფუზიებს, იმუნიტეტის გაძლიერების, ენერგიის აღდგენის, ჰიდრატაციისა და დეტოქსის პროგრამებს, ასევე ბიუთი და ანტიეიჯინგ პროცედურებს, სახისა და სხეულის როგორც ინექციურ ასევე არაინვაზიურ პროცედურებს. Drops Wellness გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით, უსაფრთხო სამედიცინო სტანდარტებითა და პროფესიონალი გუნდის მიერ გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც მიმართულია როგორც შინაგანი კეთილდღეობის, ისე გარეგანი სილამაზის გაუმჯობესებაზე.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 თებერვალი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი, სამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.