HR hub – ის ორგანიზებით და ASBC – ის მხარდაჭერით, 27 მარტს 16:00სთ-ზე Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ) ღონისძიება The Future of Work – HR & Tech Leadership გაიმართება.
ღონისძიებაზე ვისაუბრებთ ტალანტების მართვაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე და იმაზე, თუ როგორ შევქმნათ მომავლის, ჭკვიანი სამუშაო გარემო ორგანიზაციაში.
ბილეთების შესაძენად დარეგისტრირდით ბმულზე: forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 მარტი
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 120 ლარი.
ღონისძიებას დაესწრებიან: სხვადასხვა სფეროს კერძო და საჯარო სექტორის HR დირექტორები, მენეჯერები, Talent Acquisition Leads, CIO / CTO, IT ხელმძღვანელები და ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერები, დამფუძნებლები და დირექტორები.
მთავარი თემები:
- Smart Workplace: სივრცე, ტექნოლოგია და Employee Experience. მომავლის ორგანიზაცია – როგორ შევქმნათ ინოვაციური და ტექნოლოგიურად სრულად აღჭურვილი სამუშაო ადგილი/გარემო/კულტურა;
- შრომის სამართალი პრაქტიკაში. სიახლეები.
- როგორ გავიმარჯვოთ ტალანტების ომში? ტალანტების მოზიდვა, დაქირავება და შენარჩუნება. გლობალური კონკურენცია, ტექ კომპანიის დამსაქმებლის ბრენდის განვითარება, როგორ ვამოტივიროთ IT ტალანტები?
- HR+CTO: როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტური შედეგებისთვის. რა როლი აქვს ადამიანურ კაპიტალს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში? ტექ. ტალანტების მოზიდვა, ჩართულობა და მოტივაციის ახალი მოდელები. HR + CTO კომუნიკაცია. ადამიანური კაპიტალის როლი ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში.

ვინ იქნებიან სპიკერები და როგორია განრიგი:
- 16:00 ღონისძიების გახსნა
- 16:15 ASBC – ის გუნდი
თემა: Smart Workplace – სივრცე, ტექნოლოგია და Employee Experience (რა შედეგებს დებს და როგორ დავგეგმოთ სამუშაო სივრცე ეფექტურად. რა გლობალური ტენდენციები გვაქვს?)
- 16:55 მედეა ტაბატაძე Insource-ის მმართველი პარტნიორი, მენეჯმენტ კონსულტანტი;
თემა: რა HR პროგრამებს შეცვლის ხელოვნური ინტელექტი. რომელი HR პროცესები გაქრება და რომელი შეიცვლება.
- 17:15 გრიგოლ სიდამონიძე – ადვოკატი, 15 წლიანი გამოცდილებით კორპორატიულ სამართალში და შრომით ურთიერთობებში. Denuo Legal Services Tbilisi-ს პარტნიორი.
თემა: შვებულება, ზეგანაკვეთური და დისტანციური სამუშაო — როგორ გამოვიყენოთ კანონი ჩვენს სარგებლობად?
- 17:35 შესვენება
- 18:05 Human Bingo – კატალისტ გლობალ თიმბილდინგის ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში – კომპანია გრატა დიემსი
- 18:40 პანელ-დისკუსია: HR+CTO: სტრატეგიული ალიანსი თუ “პარალელური სამყაროები”? პანელს გაუძღვება ლერი მდინარაძე.
- ნინო ნოდია იშბანკის HR დეპარტამენტის მენეჯერი;
- უჩა სარალიძე იშბანკის ფინანსური დირექტორი და IT პროექტების ხელმძღვანელი;
- ქრისტინე ჩიქოვანი Head of HR PubGENIUS STEM. MBA Candidate, Fordham University;
- თამთა ფეტელავა პაშა ბანკის ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
- ნიკოლოზ ნიჟარაძე პაშა ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
- ლევან კეჭაყმაძე სილქ როუდ ჯგუფი;
- რეზო ლომთათიძე SOLVIT-ის აღმასრულებელი დირექტორი;
პანელში ჩავშლით შემდეგ საკითხებს:
- HR და CTO რეალურად არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები თუ ოპერაციული მხარდაჭერის ფუნქციებით შემოიფარგლებან?
- როგორ და რა მომენტში უნდა ერთვებოდეს HR ტექნოლოგიური სტრატეგიის დაგეგმვაში?
- რა არის საჭირო ორგანიზაციაში, რომ HR-სა და CTO-ს ალიანსი ეფქტურად მუშოაბდეს?
- Talent & Workforce Planning – როგორია ტექ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების სტრატეგია პატარა/დიდ გუნდებში?
- რა არის თქვენი ყველაზე რთული გამოწვევა ტექ ტალანტების მოზიდვისა და დაქირავების პროცესში?
- KPI – როგორ იზომება ტექნიკური გუნდის შედეგიანობა?
- Digital Transformation & Change Management ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის დროს რა უფრო რთულია — ტექნოლოგიებოისა თუ ადამიანების მენჯემენტი?
- 19:10 ღონისძიების დასასრული.
ღონისძიების ფორმატი:
- სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
- პანელ-დისკუსია;
- ნეთვორქინგი.
რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?
-
იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს.
- HR და IT დღეს ერთ სტრატეგიულ მაგიდაზე სხედან, მოისმენთ საინტერესო დისკუსიას.
- როგორ შევქმნათ მომავლის ორგანიზაცია და როგორ მოემზადო AI ეპოქისთვის?
-
გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას. აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.
მონაწილეები ღონისძიებიდან წავლენ:
- ახალი ინფორმაციითა და მკაფიო სტრატეგიული ხედვით;
- კონკრეტული ქმედითი ინსტრუმენტებით;
- ახალი პარტნიორობებით.
თუ გინდათ თქვენი კომპანია მომავლის გამოწვევებისთვის მზად იყოს, დროა დარეგისტრირდეთ.
ერთი ორგანიზაციიდან ორზე მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში ისარგებლებთ 10% ფასდაკლებით (თუ ორგანიზაციიდან მოდიხართ რამდენიმე თანამშრომელი, გთხოვთ, ყველა დარეგისტრირდით ინდივიდუალურად და გამოგიგზავნით გაერთიანებულ ინვოისს).
Event Announcement:
HR Hub, with the support of ASBC, is hosting The Future of Work: HR & Tech Leadership Event on March 27 16:00 at Pullman Tbilisi Axis Towers. The event will bring together industry professionals to explore key trends shaping the future of work, including talent management, digital transformation, and building future-ready organizations.
Topic:
- Smart Workplace: Space, Technology, and Employee Experience
The organization of the future – how to create an innovative, fully technology-enabled workplace, environment, and culture.
Register: https://forms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8
ღონისძიების პარტნიორები არიან: jobify.ge Grata DMC Wonderfly კატალისტ გლობალ თიმბილდინგი სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia, Solvit, Geosoft.

