შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – “ეიჩესი ჯგუფს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც  www.Studentjob.ge -ზეა გამოქვეყნებული.

მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ეიჩესი ჯგუფის ტექნიკური დირექტორის დავით გოგსაძისა  კომერციული დირექტორის ვახტანგ აშმეიბას ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ეიჩესი ჯგუფს, როგორც კომპანიას, მნიშვნელოვანი მისია აკისრია. იზრუნოს პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ზრუნვა, პირველ რიგში, საკუთარი თანამშრომლებით უნდა დავიწყოთ. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი დასაქმებულები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობნდნენ. უკვე 5 წელია ეიჩესი ჯგუფი გუნდური მუშაობით აღწევს წარმატებას. ყველაზე სასიამოვნო კი ამ პროცესში, მიღწეული შედეგების ერთობლივად გაანალიზებაა.
წარმატების გასაღები კი ერთმანეთის მიმართ ნდობა და ურთიერთპატივისცემაა.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი – ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც შერჩევის პროცესში დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
რეზიუმე – ეს არის პირველი შთაბეჭდილება კანდიდატზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მოწესრიგებული და ,რაც მთავარია, პოზიციასთან შესაბამისი.
არასოდეს განვიხილავთ მოუწესრიგებელ, არასრულ რეზიუმეებს.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
შერჩეულ კადრებს ეიჩესი ჯგუფში დახვდებათ მეგობრული გარემო, პროფესიონალთა გუნდი, საინტერესო საქმიანობა და განვითარების უამრავი შესაძლებლობა.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
კონკურენციის პირობებში, სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევთ, რომ
მოაწესრიგონ რეზიუმე, ინდივიდუალურად მიუდგნენ თითოეულ ვაკანსიას, შეთანხმებულ დროს მივიდნენ გასაუბრებაზე, წინასწარ  მოიძიონ ინფორმაცია პოტენციურ დამსაქმებელზე და იყვნენ თავდაჯერებულები. სჯეროდეთ, რომ აუცილებლად შეძლებენ, მთავარია სურვილი.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.