შემოგვიერთდით

GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება

პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება!

GROW– Get Ready for Opportunities at Work – ფრონტ (Front Office) სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. პროგრამა – გაძლევთ საერთაშორისო ბანკში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე, მონდომებული, მიზანდასახული, კრეატიული ტალანტების აღმოჩენა და მათი პაშა ბანკში დასაქმებაა.

ფრონტ ოფისში 5 საუკეთესო კანდიდატი შეირჩევა!

 Front Office პროგრამის აღწერა:

პროგრამაში ჩართვა მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და ინოვატორ ახალგაზრდებს შეუძლია, რომლებიც გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების საინტერესო მოდულებს გაყიდვების, დისტანციური ბანკინგისა და საცალო საბანკო სერვისების მიმართულებთ.

GROW საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ საბანკო სფეროში არსებულ 4 უმნიშვნელოვანეს პოზიციას:

  1. გაყიდვების ოფიცერი;
  2. დისტანციური გაყიდვების ოპერატორი;
  3. დისტანციური მომსახურების ოპერატორი;
  4. საცალო საბანკო მომსახურების ოპერატორი.

სტაჟირება ანაზღაურებადია და შედგება 2 (ორი) ეტაპისგან. თეორიული კურსის ტესტირებაში კარგი შედეგების მქონე სტაჟიორები გადადიან მეორე, პრაქტიკული სწავლების ეტაპზე.

ჩვენ გეძებთ შენ!

თუ მზად ხარ ერთად მივაღწიოთ წარმატებას, მაშინ შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და დაგიკავშრდებით: https://forms.gle/FL8KdVDPvzx52fEY6

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა: მაქს. 6 თვე.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი.

** ვისთვის არის განკუთვნილი GROW?
პროექტი განკუთვნილია ახალი კურსდამთავრებული ან ბაკალავრიატის მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ თავი საბანკო სფეროში მოსინჯონ, კარგად იციან ინგლისური ენა (მინიმუმ B1 – Intermediate დონე) და მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

** რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:

  • გამოცდილება ბანკში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია და განსაკუთრებულად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე;
  • მუშაობა და ინტერაქცია საერთაშორისო გუნდთან;
  • შეხვედრები სფეროს წამყვან ექსპერტებთან;
  • სტაჟირების პროცესში მენტორების სრული მხარდაჭერა;
  • ერთდროულად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
  • დასაქმების შესაძლებლობა;
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
  • მყუდრო გარემო და ღია ურთიერთობები;
  • თავის გამოჩენისა და კარიერული წინსვლის საშუალება.

შერჩევის ეტაპები:

  1. აპლიკაციების გადარჩევა;
  2. ჯგუფური გასაუბრება;
  3. ინდივიდუალური გასაუბრება.

პაშა ბანკის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია: ,,ჩვენი გუნდი ბანკის მამოძრავებელი ძალა და უმთავრესი აქტივია. ჩვენ ვაშენებთ იდეების მერიტოკრატიის კულტურას, სადაც იმარჯვებენ საუკეთესო იდეები. აქ წინაურდებიან ადამიანები, ვინც აფასებს პირუთვნელობას, გონაბაგახსნილობას და მუდმივ განვითარებას. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, გულუხვად ვაზიარებთ ცოდნას და ვიყენებთ თითოეული ჩვენგანის ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად”.

ლიკა: „პაშა ბანკის “grow” პროგრამა სხვა დანარჩენი სტაჟირებებისგან განსხვავებით ორიენტირებულია ადამიანის უნარების მრავალმხრივ განვითარებაზე. ამ სტაჟირებამ თეორიულთან ერთად შემასწავლა პრაქტიკული ნაწილი და რაც მთავარია, შემდგომ მომცა ამის რეალიზების საშუალება. შემომთავაზა, რომ გავმხდარიყავი ძალიან კარგი გუნდის წევრი და წარმატებული კომპანიის თანამშრომელი. ამიტომ, ვთვლი, რომ “GROW” პროგრამის წყალობით შრომა დამიფასდა  და მომეცა განვითარების საშუალება.  მადლობა მას ამისთვის! „

მარიამი: „გროუს პროგრმამ მომცა შესაძლებლობა გამოცდილება მიმეღო ისეთი ადამიანებისგან , რომლებიც არიან თავიანთ საქმეში საკმაოდ გამოცდილები. ..მიმაჩნია ,რომ პროგრამა ძალიან წარმატებულია და ეხმარება ადამიანებს წინსვლაში და განვითარებაში. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული გამოცდილება, ცოდნა და უნარები ჩემზე და  ჩემს კარიერაზე დადებითად აისახება.“

ლალა: ,,პროგრამა GROW არის შესაძლებლობა აღმოაჩინო საკუთარი უნარ-ჩვევები.  ეს სტაჟირების პროგრამა ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემი პრიორიტეტების დალაგებაში”.

სალომევფიქრობ, რომ ამ პროექტში ჩართვა ჩემს მომავალ კარიერაში  ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა.

ნიკო: ჩემი და პაშა ბანკის ურთერთბა სულ რაღაც 1 თვის წინ დაიწყო. მისვლის  დღიდან, დამეწყო ინტენსიური ტრენინგები, რომელიც იყო გამომწვევი, მაგრამ დაძლევადი. ტრენინგის შემდგომ დავწერეთ ტესტი და შედეგიდან გამომდინარე, 6 თვიანი სტაჟირების ხელშეკრულება ვადაზე ნაკლებ დროში შემიჩერეს და შემომთავაზეს ახალი, უკვე 1 წლიანი კონტრაქტი, ხანგრძლივი თანამშრომლობის და განვითარების პერსპექტივით, რაც ჩემთვის, მოულოდენელი იყო.

ეს კი მთავარი მოტივატორი გახდა ჩემთვის, მანამ სანამ თანამშრომლებსა და სხვა ბენეფიტებს გავიცნობდი. ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად გამიგრძელდა ტრენინგი, ასევე მიმაბარეს უკვე არსებულ გუნდს, სადაც იყო მეგობრული გარემო და ყველა ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ამეთვისებინა ის ცოდნა და უნარები, რაც გამომადგებოდა.

ადამიანური კაპიტალისადმი კომპანიის მიდგომებსა და კულტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიანა ბურდულის ინტერვიუს მეშვეობითაც.