HR hub–ის ორგანიზებით, 17 მარტს, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამეფონო დარბაზში, (მის. ლადო გუდიაშვილის 7) 17:00-19:00 სთ-ზე, ყოველწლიური დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” შეკრებაზე.
ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო
რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.
ადგილზე დაგხვდებათ ბარბარე ხასია — რეკრუტინგის და კარიერული განვითარების ექსპერტი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც მოგცემთ კარიერულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ გასაუბრება.
კერძოდ კი, მიიღებთ:
- კარიერულ კონსულტაციას
- რეზიუმეს და LinkedIn პროფილის შეფასებას
- პირადი ბრენდის გაძლიერების რეკომენდაციებს
- რჩევებს გასაუბრებისთვის
- კონსულტაციას დასაქმების საერთაშორისო და დისტანციური შესაძლებლობების შესახებ.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK
გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!
მონაწილე კომპანიები:
| TP Georgia |
| Sevsamora Resort & Spa |
| შპს აუტო ჰოუმი 2019 |
| ვედი დანკინი საბვეი |
| პსპ ფარმა |
| შპს ,,თბილისი ენერჯი” |
| შპს დიესპრო |
| სს პაშა ბანკი საქართველო |
| Six Values |
| სიემიქს სოლუშენს / CMX Solutions |
| გრანთ თორნთონ |
| სს გეფა |
| შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია – კარფური |
| შპს სტანდარტ ფინანსი |
| ,,Spar Georgia” |
| შპს ორი ნაბიჯი |
| შპს”კომპანია ბლექ სი გრუპი” |
| SmartCLM |
| Adjara Group |
| Gudauri Ski Resort |
| კავკასიის უნივერსიტეტი |
| ორკინი საქართველო |
| CN Group |

