შემოგვიერთდით

10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswissის მხარდაჭერით,  10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.On December 10, at 14:00 to 18:00, Career festival Organized by HR hub, in partnership with Ilia State University and with the support of the new unique employment platform sfero.ge and company Softswiss will be held in the Garden Hall of Rooms Hotel in Tbilisi (14 Merab Kostava Street). Anyone can attend. It’s free. Register here.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, 10 დეკემბერს, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ასე რომ, დარეგისტრირდით, მობრძანდით, გაესაუბრეთ დამსაქმებლებს და შეხვდით ახალ წელს ახალი სამსახურით!

კარიერის ფესტივალზე დასასწრებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია აქ. You can register here: registration-career-fest 

ღონისძიებაზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის HR მენეჯერებს.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებასა და კარიერაზე.
  • იპოვოთ სამსახური.

კიდევ რა გელოდებათ?

კარიერის ფესტივალზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ კარიერული კონსულტაციები ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს სივრცეში. ქოუჩები მზად არიან თქვენს კითხვებს უპასუხონ და შესაბამისი რჩევები მოგცენ.

ადგილზე დაგხვდებათ კარიერის კუთხე, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაგიზიარებენ.

სპიკერები:

14:30 სანდრო ბოლქვაძეwww.sfero.ge – ის დამფუძნებელი. თემა: sfero.ge – ყველაზე მარტივი გზა ვაკანსიიდან დასაქმებამდე;

14:50 მაკო ჯაოშვილიAlterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი -ის ვიცე რექტორი. მასტერკლასი: თავმდაბლობიდან თავდაჯერებამდე და პირიქით. თემა ეხება ქცევის ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ 3 უნარის გაძლიერებას: დაკვირვება, ცნობისმყვარეობა და ნებისყოფა;

15:10 ერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – 15:10 – ციფრული ინჟინერიის სპეციალობის პერსპექტივები;

15:30 მარიამ თათხაშვილი – “ევექსის ჰოსპიტლების” Deputy HR Director და პროექტის “Career Advisor/შენი კარიერული მრჩეველი” ავტორი. გზა კანდიდატობიდან პროდუქტიულ თანამშრომლამდე

15:50 ნატალია ვართანოვა – კარიერის & HR კონსულტანტი & ორგანიზაციული განვითარების (OD) კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი – კარიერული განვითარების გამოწვევები ტექნილოგიური პროგრესის რეალობაში: რას ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი?

16:10 სანდრო ასათიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი – კარიერული აქსელერაციის პროგრამები;

16:30 შალვა ბერიანიძე  – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი –  და ლალი კახიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მრჩეველი – CV და რეზიუმე;

16:50 ლარისა პატარაია – Start business solutions – ის მმართველი პარტნიორი თემა: Start Academy – ახალი პროფესიები – დამსაქმებელზე მორგებული რეკრუტინგის მოდელი;

17:00 გვანცა ბარაბაძე – icf პრეზიდენტი, თემა საკუთარი თავის ლიდერობა და ქოუჩინგი;

ღონისძიების ბოლოს გაიმართება გათამაშება, რომლის წარმდგენია ჰოთსეილი.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. დაგვიჯერეთ, შაბათის აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

გაეცანით “კარიერის ფესტივალში” მონაწილე კომპანიებს:

SOFTSWISS
Cactussoft
კარფური
Concentrix Services (Georgia) LLC
შპს ტექინჟინერინგ ჯგუფი
სს ნიკორა ტრეიდი
შპს GM PHARMA
სს პაშა ბანკი საქართველო
შპს გლობალ ბიერ ჯორჯია
Evolution Georgia
თელიანი ველი
შპს ნუტრიმაქსი
შპს “ნოვა”
მეიჯერელ საქართველო
შპს “თიბისი ფეი”
სითი რეალ ისთეით
ჯიემთი მთაწმინდა
შპს “ავტოტექნო”
სს ვენჯორჯია
შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”
ECOVIS GEORGIA
შპს ზუმერი
სასტუმრო ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
სოლვითი
სს “ლიბერთი ბანკი”
Retail Group Georgia
შპს ჯორჯიან მანგანეზი
Godel Technologies
SMBG Service Group
შპს “ნიუ ჰოსპიტალს”
ჩემი წიგნი
სკა ჯგუფი
მისო კრისტალი
შპს კოფისტა
ვესტელი და მანამო
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შპს”სუფთა სახლი
Gtant Thornton
სს საქართველოს ბანკი
შპს ვიონი საქართველო
შპს ავერსი ფარმა
TNET
2 ნაბიჯი
Spar Georgia
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი
სს არდი დაზღვევა
შპს ,,თბილისი ენერჯი”
ჯიპიაი ჰოლდინგი
ემ ეს ჯგუფი
შპს ,, ფინბიურო”
შპს “Construction Service”
ამბოლი
კრედო ბანკი
შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია”
Space International
Quantori Georgia
GrowMore Recruitment
კახური ტრადიციული მეღვინეობა
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი

მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვას წინასწარ, www.sfero.ge -ზე შეძლებთ.

მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლების ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიეულ შესაძლებლობებს. დაარეგისტრირეთ კომპანია!

კარიერის ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმიც გაიმართება.

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, SOFTSWISSGrant Thornton Georgiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაერთო სამუშაო სივრცე KD4US.

გელოდებით კარიერის საახალწლო ფესტივალზე და გისურვებთ წარმატებებს!