შემოგვიერთდით

,,რეკრუტინგისა და შერჩევის ხელოვნება” – კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მესამე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. 

ინოვაციური სასწავლო ცენტრი უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და მოქმედ HR მენეჯერებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

ამჯერად გთავაზობთ რეკრუტინგის კურსს: HR ჩემპიონი: დაოსტატდი რეკრუტინგის და შერჩევის ხელოვნებაში. HR Champion: Mastering the Art of Hiring

თანამშრომლის შენარჩუნება, მოზიდვა და შერჩევა კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

საავტორო კურსი აგებულია შერჩევის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნიკებზე, რომლებიც პრაქტიკულად შეგასწავლით შერჩევის პროცესის სწორად წარმართვასა და შედეგების გაუმჯობესებას.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

დარეგისტრირდით 25 ნოემბრამდე: forms.ge

და მობრძანდით უსაზღვრო შესაძლებლობების HR სამყაროში.

ვინ იქნება ტრენერი?

ირმა ოქროპირიძე –  მენეჯმენტის და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, HR ექსპერტი, ტრენერი,  პროფესიული და პიროვნული განვითარების ქოუჩი.

ირმას აქვს:

  • მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებში;
  • CIPD კვალიფიკაცია – პერსონალის მართვა და განვითარება (People Management and Development);
  • NLP certified practitioner – NLP society რიჩარდ ბენდლერის კურსი;
  • International Coach Academy – სერტიფიცირებული ქოუჩი.

ვისთვისაა კურსი?

კურსი განკუთვნილია:

  • მოქმედი HR მენეჯერებისთვის, რეკრუტერებისთვის;
  • დამწყები HR სპეციალისტებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?

კურსის ხანგრძლივობა – 16 საათი,  8 x 2 საათიანი  შეხვედრა, კვირაში ორჯერ ორშაბათი-ოთხშაბათი 16:30.

კურსი იქნება დეკემბერშიც და იანვარშიც. შეგიძლიათ შეარჩიოთ პერიოდი.

სად ჩატარდება?

ვაკე, ჭავჭავაძის 33ე, სამუშაო სივრცე Network.

რა თემებს დავფარავთ?

სილაბუსი:

  • კანდიდატების მოზიდვა, რეკრუტინგი და შერჩევა, როგორც მომხმარებლის გამოცდილების  (Customer Experience) ინსტრუმენტი;
  • რეკრუტერის უნარები და პროფილი, ემოციური ინტელექტის როლი რეკრუტინგში;
  • ავტობიოგრაფიული გასაუბრებიდან ქცევით კომპეტენციებზე დაფუძნებულ გასაუბრებაზე (Behavioral Competency Based interview);
  • სტრუქტურული გასაუბრება და ინტერვიუერის უნარები;
  • განსხვავებული შერჩევის ტექნიკები;
  • ნეოლინგვისტიკური პროგრამირება (NLP) როგორც  კანდიდატის პროფაილინგის ინსტრუმენტი –  კანდიდატის მეტაპროგრამების ,  ქცევის შაბლონების გამოვლენის მიმოხილვა;
  • რეკრუტერი-ქოუჩი – კანდიდატის „კოსმეტიკური“ მოსმენიდან გადასვლა აქტიურ მოსმენამდე; ტალანტების და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება;
  • კანდიდატისთვის სწორი უკუკავშირი მიწოდება;
  • რეკრუტერი-კარიერული კონსულტანტი – შიდა კანდიდატი vs გარე კანდიდატი, ტალანტების იდენტიფიკაციის და მართვის სტრატეგიები;
  • ციფრული ერა – ტექ რეკრუტმენტი, რეკრუტინგის გამოწვევები, შესაძლებლობები (AI, HR სისტემები, და სხვა)  და სოციალური მედია;
  • გეიმიფიკაცია რეკრუტინგში;
  • რეკრუტინგ ანალიტიკა და საკვანძო ინდიკატორები;
  • რეპუტაციული რისკები, კომპანიის ბრენდინგი  და ანტიბრენდინგი რეკრუტინგის მეშვეობით   მეთოდოლოგია.

რა პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს კურსი? 

კურსზე იქნება ცოტა თეორია და ბევრი პრაქტიკა.

  1. რეალური ქეისები
  2. ჯგუფებში მუშაობა – კანდიდატის პროფაილინგი, გასაუბრების კითხვარის შემუშავება
  3. როლური თამაში – გასაუბრება
  4. მსჯელობა, დისკუსია, ბევრი აღმოჩენა და კარგი განწყობა

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?

კურსის ღირებულებაა 895 ლარი დღგ-ს ჩათვლით. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

ონლაინ იქნება თუ პირისპირ?

ლექციები ჩატარდება პირისპირ.

გაიცემა სერტიფიკატი?

სერტიფიკატი გაიცემა.

იჩქარეთ! კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გამოიყენეთ კარიერული განვითარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!