შემოგვიერთდით

ტრენინგზე “შრომის სამართალი მთელი გუნდისთვის” რეგისტრაცია დაიწყო

HR სკოლას დაემატა ახალი კურსი “შრომის სამართალი მთელი გუნდისთვის”, რომელიც  Grant Thornton – თან ერთად განხორციელდება.

კურსის მიზანია HR მენეჯერებისთვის და შრომის სამართლით დაინტერესებული ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის შექმნას გამოცდილების, ცოდნის გაზიარების პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს შრომის სამართლის საკითხების ცოდნისა და ცნობიერების ზრდას.

ტრენინგს გაუძღვებიან:

  1. ნინო ჯოლია – გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, საფრანგეთის პიერ მენდესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის/ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი;
  2. მიხეილ კუპატაძე – გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ამერიკული სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის კურსდამთავრებული და აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი.

ვისთვისაა განკუთვნილი:

  1. დამფუძნებლებისთვის და დირექტორებისთვის;
  2. HR მენეჯერებისთვის;
  3. სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის;
  4. შრომის სამართლის საკითხებით დაინტერესებული გუნდის სხვა წევრებისთვის.

რა შედეგს მოგცემთ:

  • შრომის სამართლისა და ადმინისტრაციული საკითხების ეფექტური მართვა ორგანიზაციაში;
  • თანამშრომლების მიერ უფლება-ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ფლობა და საჭიროების შემთხვევაში სწორი რეაგირება.

ტრენინგი 10 საათიანია. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით 18:30სთ-ზე.

კურსი დაიწყება 5 აპრილს და ტარდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 საათზე.

გაეცანით პროგრამას და დარეგისტრირდით 5 აპრილამდე: https://forms.gle/V2gpt8Yk951vcfrX9

კურსის ღირებულება 295 ლარი.

I შეხვედრა – 2,5 საათი

  • შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • შრომითი ურთიერთობა და მსგავსება და განსხვავება ნარდობასთან;
  • შრომითი ურთიერთობის სუბიექტები (დამსაქმებელი, დასაქმებული);
  • დასაქმებულის მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობა;
  • დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში;
  • წინასახელშეკრულებო ურთიერთობები;
  • შრომითი ხელშეკრულების ფორმები და ვადები;
  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები.

პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი

II შეხვედრა – 2,5 საათი

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  • სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი;
  • გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება;
  • სტაჟირება და სტაჟირების ხელშეკრულება;
  • სამუშაოს შესრულების თავისებურებები.
  • შრომის შინაგანაწესის მნიშვნელობა და მოწესრიგების სფერო;
  • სამუშაო დროის ხანგრძლივობა;
  • ცვლაში მუშაობა და ღამის სამუშაო.

პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი

III შეხვედრა – 2,5 საათი

  • სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი;
  • ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი;
  • შვებულება, შვებულების ხანგრძლივობა, დეკრეტული შვებულება;
  • შრომის ანაზღაურება;
  • დროებითი შრომისუუნარობა;
  • შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები და წესი;
  • შრომითი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა შეთავსებით სამუშაოზე;
  • პასუხისმგებლობა შრომით ურთიერთობებში.

პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი

IV შეხვედრა – 2,5 საათი

  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები;
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი;
  • მასობრივი დათხოვნა;
  • საწარმოს გადაცემა;
  • კოლექტიური შრომითი ურთიერთობა;
  • სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გამართვა;
  • შრომის ინსპექციის კომპეტენცია;
  • პასუხისმგებლობა (სანქციები).

პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი.

შეხვედრამდე!