შემოგვიერთდით

,,TOP HR თემები” – რა ღონისძიებები გაიმართება თებერვალში?!

HR hub – მა ღონისძიებების ახალი სერია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში თებერვალში TOP HR თემებზე ორი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

TOP HR თემა თებერვალი I: “თანამედროვე კომპანიებში ორგანიზაციული კულტურის ფორმირება – ბრენდინგის როლი”.

17 თებერვალს 17:00 “მეამას” სივრცე.
ღონისძიებაზე პანელ დისკუსია გაიმართება, სადაც სპიკერები გაგვიზიარებენ გამოცდილებას, ქეისებს და ერთად ვიმსჯელებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება:  65 ლარი + დღგ.
ვინ იქნებიან სპიკერები:
  • შოთა ჩინჩალაძე -ბრენდის ერთადერთი სერტიფიცირებული სტრატეგი საქართველოში;
  • ნინო გვაზავა -High-Tech Solutions დირექტორი;
  • დაჩი ჭოლაძე Pulsar AI – დამფუძნებელი და დირექტორი;
  • მარიამ მებურიშვილი MEAMA – ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თეა მახარაძე – TBC დაზღვევა – ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.
ასევე მოეწყობა ტური მემას ოფისში, რომელიც მსოფლიო არქიტექტურის კონკურსის გამარჯვებულია.
დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA ადგილები შეზღუდულია.

ღონისძიების ფარგლებში Instagram page-ზე: shota.about.branding იქნება LIVE.

TOP HR თემა თებერვალი  II: 1. შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები პრაქტიკაში – სიახლეები და მიმდინარე ცვლილებები. 2. ხელფასებისა და კომპენსაციების სამართლებრივი მხარე.

28 თებერვალს, 19:00სთ-ზე, “ბოტანიში”.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება: 77 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA ადგილები შეზღუდულია.

ვინ იქნებიან სპიკერები:

სპიკერი I: ლევან მოსახლიშვილი – სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში. კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და efix-ის ენერგეტიკული ელჩი საქართველოში. ლევან მოსახლიშვილი ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს და გახლავთ ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორანტი. არის შვიდი მონოგრაფიის, 26 სამეცნიერო სტატიის და 14 კვლევის ავტორი და თანაავტორი.

თემა: შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები პრაქტიკაში – სიახლეები და მიმდინარე ცვლილებები;

უფრო კონკრეტულად კი იქნება:
➡ ცვლიანი სამუშაო გრაფიკისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ საკითხების განხილვა;
➡ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
➡ შრომითი ურთიერთობის დაწყება, ხელშეკრულების მოშლა და სამართლებრივი პრობლემები;
➡დეკრეტი და შვებულება – მიმდინარე ცვლილებები;
➡ სასამართლო პრაქტიკა – შრომითი დავების წარმოება და ძირითადი ასპექტები სამართლებრივ დავებში;
➡ ანაზღაურების დაყოვნებისათვის წარმოშობილი ზიანის დაკისრება;
➡ დასაქმებულის გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე;
➡ ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილება.
სპიკერი II : გრიგოლ სიდამონიძე – ადვოკატი, 15 წლიანი გამოცდილებით კორპორატიულ სამართალში და შრომით ურღიერთობებში.
თემა: ხელფასებისა და კომპენსაციების სამართლებრივი მხარე.
თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ელემენტების სამართლებრივი და ფინანსური საკითხები. საუბარი იქნება ბონუსებზე, შესრულებულ სამუშაოზე დამოკიდებულ ანაზღაურებაზე, სახელფასო დანამატებსა და სხვა ბენეფიტებზე. ასევე, განიხილება ზეგანაკვეთური ანაზღაურება და მის გამოთვლის გზები.

ადგილზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და ფურშეტი.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ორივე ღონისძიებას დაესწროთ. ამ შემთხვევაში ღირებულება 135 ლარი იქნება.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: MEAMA Sfero.ge სასტუმრო EPISODE ბოტანია KD4US Grant Thornton Georgia.