HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ–დან – 19:00სთ–მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება.
სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად 700-მდე ვაკანსიით 70 კომპანია ემზადება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის დირექტორებს და არა მხოლოდ HR მენეჯერებს. გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა HR-ებს ამის საშუალებას მისცემთ).
პალიტრა მედია ჰოლდინგი ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე. სპიკერები გაგიზიარებენ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით და მოგცემენ რჩევებს. შესაძლებლობა გექნებათ დასვათ კითხვები.
მოეწყობა CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში;
აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმების ფესტივალის ყველა მონაწილეს შეუძლია ეწვიოს პიროვნული განვითარების კუთხეს – Flow Zone, სადაც ლიკა ნოზაძე – HR კონსულტანტი პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე მოგცემთ რჩევებს, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ: http://bit.do/EXPO-JOB და ფესტივალზე თან იქონიოთ თქვენი რეზიუმეები.
ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ის სპეციალურ კატეგორიაში Expo Job.
დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.
ღონისძიების პარტნიორია პროექტი ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის”, რომელიც ხორციელდება world vision საქართველოს მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და ასოციაცია ანიკასთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, გრანთ თორნთონი, პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.