შემოგვიერთდით

8 დეკემბერს, ბათუმში HR hub-ის მეორე ღონისძიება ჩატარდება

8 დეკემბერს, 19:00სთ-ზე ბათუმში, სასტუმრო ,,გრანდ გლორიაში” სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმის” მხარდაჭერით, HR hub Batumi-ის მეორე ღონისძიება ჩატარდება. 

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა კორპორატიული კულტურისა და ცვლილებების თემას, რომელსაც გაუძღვება ლინ მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში პირველი და ერთადერთი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის, “კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელი ლალი ყიფშიძე. მისი პროფესიული ბიოგრაფია მოიცავს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 12 წლიან გამოცდილებასა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო ბაზას.

ღონისძიების მეორე ნაწილში საუბარი შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რომელსაც გაუძღვება ,,Geosafety”-ის დამფუძნებელი გურამ გრიგოლია და იურისტი ლევან კაკაჩია. ისინი ისაუბრებენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უნდა იცოდეს HR მენეჯერმა ამ მიმართულებით.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაცია შესაძლებელია 5 დეკემბრამდე. იხილეთ ბმული: http://bit.do/eUQGq

ყველა ვინც ესწრება HR hub-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს HR 360◦, ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს უფასოდ.

HR hub Batumi-ის პირველი ღონისძიება 2019 წლის 9 ივლისს ჩატარდა და ამით HR hub – ის რეგიონული ღონისძებების სერია დაიწყო.

ღონისძიების პარტნიორები არიან: სასტუმრო ,,გრანდ გლორია” და პალიტრა მედია ჰოლდინგი.