შემოგვიერთდით

“საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 25 ნოემბერს, 17:00სთ-ზე,  წისქვილის “თეატრში” (ბელიაშილის 99) პირველად საქართველოში, მასშტაბური ყოველწლიური “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება.

თუ თქვენს კომპანიას HR მენეჯერებისთვის საინტერესო კორპორატიული შეთავაზებები აქვს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად?

დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე და დაგიკავშირდებით: forms.gle/HpfViBBPZkVeqHnN9

გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის ღირებულებაა 1295 ლარი, სტარტაპებისთვის – 650 ლარი.

როგორ დავრეგისტრირდეთ, როგორც ვიზიტორი?

გეცანით სპიკერებს: https://hrhub.ge/hr-christmas-market-speakers/

რეგისტრაცია: forms.gle/McBCejya27xa3s1r7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ნოემბერი.

მიზანი და ფორმატი

ღონისძიება გამოფენის ფორმატში ჩატარდება და მისი მიზანია HR სერვის პროვაიდერებისთვის გაყიდვების ხელშეწყობა და  HR მენეჯერებისთვის კი წლის განმავლობაში და საახალწლოდ საუკეთესო HR სერვისების (ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, რომლის შესყიდვასაც კორპორატიულად აწარმოებენ) შესახებ შეთავაზებებზე ინფორმაციის მიწოდება.

ერთ სივრცეში სხვადასხვა კომპანიას შესაძლებლობა ექნება ექსპოს/გამოფენის ფორმატში წარმოადგინოს სასურველი პროდუქტი, სერვისი.

წინა საახალწლოდ HR პროფესიონალები ყოველთვის ეძებენ სივრცეებს კორპორატიული ღონისძიებისთვის, ივენთ კომპანიებს, საჩუქრებს და ა.შ. ჩვენ გაგიმარტივებთ კომუნიკაციას. ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა კომპანიის 100-მდე HR მენეჯერი. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კორპორატიულ შეთავაზებაზე გააკეთონ არჩევანი.

თქვენი მთავარი საზრუნავი იქნება, საუკეთესოდ წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი და აწარმოოთ მოლაპარაკებები, გამართოთ ბიზნეს შეხვედრები და ამ გზით გაზარდოთ გაყიდვები.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორპორატიულ მარკეტში:

  • გაყიდვების ხელშეწყობა;
  • წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი, სერვისი, სპეციალური შეთავაზებები, რომელიც გსურთ, რომ HR პროფესიონალებს შესთავაზოთ;
  • წინასწარ გვწერთ სასურველი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებთან შეხვედრაც გსურთ;
  • გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და B2B შეხვედრებუ სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერთან.

გარდა გამოფენისა, HR მენეჯრებისთვის და დირექტორებისთვის გაიმართება ღონისძიება და სხვადასხვა საინტრესო თემით მთავარ სცენაზე სპიკერები გამოვლენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობა შეუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კორპორატიული შეთავაზება.

ვინ მოვა:

ღონისძიებას დაესწრებიან კორპორატიულ შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები 100-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი:

  • HR დირექტორები/HR მენეჯერები
  • კომპანიების დამფუძნებლები და დირექტორები
  • C-Suite – TOP მენეჯერები.

საორგანიზაციო დეტალები:

  • გექნებათ თქვენი სივრცე სტენდის მოსაწყობად: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი გაცნობისა და B2B მოლაპარაკებებისთვის.

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ კომპანია და თქვენი შეთავაზებები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Signify, ფლომასტერი Grant Thornton Georgia სასტუმრო ეპიზოდი, Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.