20 მაისს (17:00 – 18:30 სთ) FB Live – ის მეშვეობით HR hub – ის ვირტუალური ღონისძიება HR Online გაიმართება. შეხვედრა პანელ-დისკუსიის ფორმატში ჩატარდება და Covid – 19 -ის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს, თანამშრომლების მოტივაციასა და პოსტ პანდემიურ გეგმებზე საუბარს დაეთმობა.
სპიკერები იქნებიან, საერთაშორისო კომპანიების HR დირექტორები, რომლებიც ისაუბრებენ არა მხოლოდ ადგილბრივ, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაზეც:
- ნინო ბაქარაშვილი – „ფილიპ მორის ინტერნეიშენალი“, კავკასიის და მოლდოვას ადამიანური რესურსების მენეჯერი;
- ხათუნა ჩხაიძე – EFES საქართველო – ლუდსახარში ნატახტარი HR დირექტორი;
- ეკა ვაშაკიძე – “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია” HR დირექტორი;
- ელენა ოკუჯავა – Pepsico კავკასიის HR ბიზნეს პარტნიორი.
ღონისძიების სანახავად გადადით ლინკზე: www.facebook.com/events
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი და Grant Thornton Georgia.