HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ – ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.
რას მომცემს HR hub Next?
აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ. 1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. იმუშავებთ პრაქტიკულ დავალებებზე და პროექტის ბოლოს, თქვენს ჯგუფთან ერთად წარადგენთ პრეზენტაციას. გამოვლინდება გამაჯვებული, რომელიც წარდგენილი პროექტის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
STREAM და HR hub ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კვლევა საქართველოს შრომითი ბაზრის და კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის მონაწილე HR hub Next-ის წევრები ჩაერთვებიან კვლევითი პროცესის ყველა ეტაპზე – კვლევის დაგეგმვა, მეთოდოლოგიის შერჩევა, ინსტრუმენტების შემუშავება, მონაცემების შეგროვება, მონაცემების დამუშავება, ანგარიშის შემუშავება, ანგარიშის წარდგენა და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია. მათი ჩართულობა არ იქნება მხოლოდ სასწავლო-გაცნობითი ხასიათის, ისინი რეალურად იქნებიან კვლევის განმახორციელებლები (რაც შესაბამისად აისახება კვლევის ანგარიშში, მათი გვარების, როგორც კვლევის გუნდის წევრების მითითებით). დეტალები იხილეთ აქ.
ვინ იქნებიან მენტორები?
მენტორების სანახავად გადადით ლინკზე: HR hub Next მენტორები
სად ჩატარდება?
ნექსთის შეხვედრების ჩატარება თბილისში. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში კ. ქუთათელაძის ქ. №3
შეხვედრები ჩატარდება 19:00 და გაგრძელდება 2 საათი.
როგორ დავრეგისტრირდე?
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 15 სექტემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?
წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.
როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?
პროექტი დაიწყება სექტემბერში და დასრულდება ოქტომბერში.
რა არის პროექტში HR hub Next მონაწილეობის ღრებულება?
პროექტის ღირებულებაა 354 ლარი.
გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პროექტის შუაში და დასრულებისას.
ადგილები შეზღუდულია.
გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?
- პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
- შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:
HR hub Next-ის მხარდამჭერია: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი