შემოგვიერთდით

თბილისში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდება

HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება. 

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია, დარეგისტრირდით და მობრძანდით.

ღონისძიებაზე კი შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის HR მენეჯერებს და ასევე, თქვენთვის საინტერესო თემებზე სპიკერების გამოსვლები მოისმინოთ.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესი შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ლურჯი ოკეანე ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ჩატარდება ვორქშოპები CV-ის შედგენაზე, გასაუბრებაზე, წარმატებასა და მოტივაციაზე.

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/nan7Qgy4zSmZFz417. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. დამსაქმებელთან გასაუბრების დროს, საჭიროა პირბადის ტარება. დასაქმების ფესტივალზე თან იქონიეთ რეზიუმეები.

დასაქმების ფესტივალის შესახებ სიახლეებს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კომპანია WEBHR.GE, რომელიც მონაწილე კომპანიებს მიააწვდის ინფორმაციას თუ როგორ გავამარტივოთ რეკრუტინგის პროცესი მისი ფუნქციონალის დახმარებით.

ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი, ბია, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.