შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მენტორები:

  1. ირინე კაციაშვილი უფროსი HR ბიზნეს პარტნიორი Starbucks Coffee Company Uk Ltd ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში;
  2. რუსუდან თელია დამფუძნებელი და Culture Lead ACT ორგანიზაციული კულტურა, როგორც ცოცხალი წესრიგი;
  3. ნატო კვაჭანტირაძე HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Retail Group Georgia, Subsidiary of Fawaz Alhokair Group Fashion Retail Performance Management;
  4. ელენე ოყროშიძე რეკრუტმენტ მენეჯერი Carrefour Georgia სტრატეგიული HRM და მასში შემავალი Recruiting პროცესები (თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები);
  5. ქრისტინე ლორთქიფანიძე დამფუძნებელი, კვლევის კონსულტანტი კვლევითი კომპანია ანოვა კვლევის როლი ორგანიზაციის განვითარებაში;
  6. სალომე ფანცალაშვილი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი GMT მთაწმინდა ტალანტების მოზიდვა;
  7. თამარ ჭირაქაძე HR ადმინისტრაციის, კომპენსაციების და ბენეფიტების განყოფილების უფროსი. კრედო ბანკირას აკეთებს HR მენეჯერი ორგანიზაციაში?
  8. ლანა ხარაზიშვილი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრინვეი HR ადმინისტრირება/ დოკუმენტბრუნვა;
  9. ეკა ზედელაშვილი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელემენტ ქონსთრაქშენი თანამშრომელთა კმაყოფილების (მოტვაციის/პროდუქტიულობის) შენარჩუნება.
  10. თამარ შაიშმელაშვილი HR მენეჯრი ბრედფილდი კომპანიის , როგორც დამსაქმებლის ბრენდინგი (HR ბრენდინგი).

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  14 სექტემბრამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5