ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნისა და ინფორმაციის მუდმივად განახლებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში. HR school HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს HR მენეჯერებს და მათ ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
გთავაზობთ ჩვენს ახალ კურსს თეონა ბაღათურიასთან ერთად – HR 2022 – ადამიანური კაპიტალის (HR) საკითხების მართვა.
კურსის მოკლე აღწერა: კურსი HR 2022 შეეხება ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვისთვის საჭირო თემებს პატარა თუ დიდ ორგანიზაციებში, ტრენდებს, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შედარებასა და ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული რეალური ქეისების განხილვას.
კურსი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ ტრენერთან ერთად განიხილება თქვენი კომპანიის კონკრეტული გამოწვევები და ერთობლივად ვიმსჯელებთ და შემოგთავაზებთ შესაძლო პრაქტიკულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.
კურსი ყოველ წელს განახლდება და იმ წლის მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე შეიცვლება.
კურსის მიზანია ადამიანური კაპიტალის საკითხების ეფექტურად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, კონკრეტულ ინდუსტრიებში გამოწვევების შესაძლო გამკლავება, HR სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკების გაზიარება, ადგილობრივ შრომის ბაზარზე HR-ის არასწორედ ჩამოყალიბებულ როლზე ცნობიერების ამაღლება, HR-ის როლი დამსაქმებლის ბრენდინგში.
კურსი იწყება 30 მაისს და სრულდება 22 ივნისს. არის კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ოთხშაბათს.
კურსი განკუთვნილია:
- მოქმედი HR მენეჯერებისთვის, რეკრუტერებისთვის;
- დამწყები HR სპეციალისტებისთვის;
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ტრენერი: თეონა ბაღათურია, ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი. იგი 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების HR დირექტორი, 4 წლის განმავლობაში შატო მუხრანის და GWS-ის HR და კორპორატიული საკითხების დირექტორი, აქვს 7 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International in Georgia-ს ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე წლებია კონსულტანტია ორგანიზაციული განვითარების, მენეჯმენტისა და ადამიანური კაპიტალის საკითხებში.
სილაბუსი:
შეხვედრა 1 (2 საათი)
- დამქირავებელი ორგანიზაციის ბრენდის, როგორც ადამიანის, გაცნობა და გათავისება
- დამქირავებელი ორგანიზაციის ბაზარზე პოზიციონირების მოკვლევა
- კონკურენტი ორგანიზაციების უპირატესობების და სისუსტეების მოკვლევა
- Q&A
შეხვედრა 2 (2 საათი)
- შერჩევის სტრატეგიის განსაზღვრა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
- პოზიციის შექმნის მიზნობრიობის დეტალური შესწავლა
- დამქირავებელი მენეჯერის პიროვნული თვისებების და საქმიანი მიდგომების ანალიზი
- Q&A
შეხვედრა 3 (2 საათი)
- ვაკანტური პოზიციისთვის რელევანტური სამუშაო აღწერილობის შექმნა
- შერჩევის და გასაუბრების ეტაპების და მეთოდების ჩამოყალიბება
- სქრინინგის და სელექციის კრიტერიუმები
- Q&A
შეხვედრა 4 (2 საათი)
- გასაუბრების მეთოდები და აპრობირებული ეტიკეტი ქართულ კულტურაში
- რა თვისებები და მიდგომები სჭირდება recruiter-ს
- დისკრიმინაციული მიდგომების მაგალითები
- Q&A
შეხვედრა 5 (2 საათი)
- რეკრუიტერის სხვადასხვა ტიპი და ტიპაჟის მორგება ორგანიზაციაზე და საკუთარ „მე“-ზე
- გასაუბრების სიმულაცია
- On-boarding
- Q&A
შეხვედრა 6 (2 საათი)
- HR-ის როლი ორგანიზაციის განვითარებაში
- თანამშრომელთა მოტივაცია
- კომპენსაცია და ბენეფიტები
- Q&A
შეხვედრა 7 (2 საათი)
- HR ადმინისტრირება
- შეფასების სისტემის მნიშვნელობა და მისი მორგება ორგანიზაციაზე
- Q&A
შეხვედრა 8 (2 საათი)
- კორპორატიული / ორგანიზაციული კულტურა
- კოვიდ-19 და HR-ის გამოწვევები
- Q&A
ტრენინგი იწყება: 30 მაისს
დღეები: ორშაბათი და ოთხშაბათი
დრო: 19:00
ადგილი: ლექციები ჩატარდება ონლაინ Zoom – ის მეშვეობით.
კურსის ღირებულებაა 699 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.
დარეგისტრირდით 25 მაისის ჩათვლით: https://forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7
კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.