31 იანვარს HR hub – ის სეზონის რიგით მეორე ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა.
HR hub – ში მოწვეული იყოს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – მილტონ ჰეიგი.
მას გუნდის მართვის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის მართვის თავისებურებები.
ჰეიგმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა: როგორ შევქმნათ ძლიერი გუნდი, როგორ მივუდგეთ ინდივიდებს, როგორ მოვახდინოთ მათი ერთი მიზნისკენ მიმართვა და მოტივაცია.
მასტერ კლასი საკმაოდ ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიების ბოლოს, გათამაშდა HR Reborn-ის ბილეთებზე, სპეციალური ფასდაკლების ბარათები.
რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ გადაეცათ 30%, 40%, 50%, 60% და 70% ფასდაკლებები.
HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი.
რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.