HR hub – ის ორგანიზებით, 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება – HR Reborn 2017 ტექნოპარკში გაიმართა.
ორ დღიან ტრენინგს საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins უძღვებოდნენ.
Chris Perks მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Google, Pepsi, L’Oréal, Nestle, Carlsberg, Experian და ბევრი სხვა. ღონისძიებაზე საუბარი იყო: მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე თანამშრომლების ჩართულობასა დამოტივაციაში Gamification-ის როლზე.
ღონისძიება განკუთვნილი იყო HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი.
მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებას 150-მდე HR სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც დაესწრნენ.
HR hub -ის გუნდი მადლობას უხდის პარტნიორებსა და ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შექმენით HR Reborn 2017 !
HR Reborn – ის მხარდამჭერები იყვნენ: ჯეოსელი, იმედი L, პაშა ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
მედიპარტნიორები: ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქმიანიდილა, ბიზნესკონტრაქტიდა Marketer.ge.
HR Reborn პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.
სტატიის მომზადების თარიღი: 5 მრტი 2017