შემოგვიერთდით

24 მარტს ვორქშოპი ,,როგორ გარდავქმნათ პრობლემა შესაძლებლობად?” ჩატარდება

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. 24 მარტს 18:00 King David-ში, Meta Business Hotel-ში (მ.ალექსიძის 12)  ვორქშოპი “როგორ გარდავქმნათ პრობლემა შესაძლებლობად?”  ჩატარდება.

განრიგი:

  • 18:00 Welcome Coffee King David (მ.ალექსიძის 12) მე-17 სართული KD Meta Restaurant
  • 18:20 ვორქშოპი King David (მ.ალექსიძის 12) მე-17 სართულზე საკონფერენციო სივრცე Sky Hall
  • 22:00 ვორქშოპის დასასრული.
ვორქშოპზე, რომელსაც საშა კაცმანი (ორგანიზაციული ცნობიერების, კულტურის და ლიდერობის კონსულტანტი, Katsman&Friends – ის დამფუძნებელი) გაუძღვება, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ და გარდაქმნათ ერთი ასპექტი თქვენი სამსახურეობრივი ცხოვრებიდან, რომელიც ყველაზე მეტად გაკარგვინებთ თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვითგამოხატვას და პოტენციალის სრულ გამომჟავნებას თქვენს კარიერულ ცხოვრებაში.

რატომ გარდაქმნათ პრობლემა და არა გადაწყვიტოთ? იმიტომ რომ გარდაქმნა უკავშირდება შესაძლებლობის მომავალს აწმყოშივე და გადაწყვეტა ეფუძნება წარსულ გამოცდილებას, რომელიც უბრალოდ იმეორებს თავის თავს და ასე ქმნის თქვენს უკვე განპირობებულ მომავალს.

ყველას გელით ვორკშოპზე ახალი სამსახურეობრივი მომავლის დასაწერად.  ცხოვრება, ხომ სინამდვილეში, სავსეა შესაძლებლობებით.

ვორქშოპზე, ვიფიქრებთ, ვიმსჯელებთ და სამოქმედო ნაბიჯებს დავგეგმავთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ორგანიზაციის მისიისა და ფასეულობების გააზრება და თანხვედრა თქვენს ფასულობებთან, მოტივაცია, რეალიზება, დაფასება, ბალანსი ცხოვრებასა და სამსახურს შორის, ზრდა და განვითარება, კმაყოფილება, მხარდაჭერა, ახალი იდეები, თავდაჯერებულობა სამსახურში და ა.შ

კონკრეტულად რა თემებს დავფარავთ?

  1. რამდენად განთებთ თქვენი ორგანიზაციის მისია და ფასეულობები?
  2. რამდენად მოტივირებული ხართ სამსახურში?
  3. რამდენად ხართ გამბედავი სამსახურში?
  4. რამდენად გაქვთ შეგრძნება, რომ რეალიზებული ხართ თქვენს სამსახურში?
  5. თქვენთვის თქვენს სამსახურში რამდენად უსაფრთხო გარემოა?
  6. რამდენად დაფასებულად გრძნობთ თავს თქვენს სამსახურში?
  7. რამდენად გახსნილი ხართ სამსახურში?
  8. რამდენად გაქვთ ბალანსი ცხოვრებასა და სამსახურს შორის?
  9. რამდენად გაგებულად მიგაჩნიათ თავი სამსახურში?
  10. რამენად იზრდებით და ვითარდებით თქვენს სამსახურში?
  11. რამდენად ხართ კმაყოფილი საკუთარი თავით სამსახურში?
  12. რამდენად მხარდაჭერილი ხართ სამსახურში?
  13. რადენად შემოქმედებითი ხართ და აჟღერებთ იდეებს თქვენს სამსახურში?
  14. რამდენად გაქვთ თვითგამოხატვის განცდა?
  15. რამდენად თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობთ თავს სამსახურში?
ვორქშოპი გაგრძელდება 4 საათი.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება: 127.12 ლარი + დღგ.

დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA ადგილები შეზღუდულია. 

 დარეგისტრირდით ვორქშოპზე, გარდაქმენი პრობლემა შესაძლებლობად და შექმენი შენი ახალი სამსახურეობრივი მომავალი!

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.