HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო
ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.
რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებასა და კარიერაზე.
- იპოვოთ სამსახური.
კარიერის კუთხე
ადგილზე დაგხვდებათ კარიერის კუთხე, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაგიზიარებენ.
14:00 თამთა ფეტელავა – პაშა ბანკისა და რე|ბანკის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თემა: რა უნდა ვკითხოთ HR მენეჯერს გასაუბრებაზე?
14:15 ია ნადირაშვილი – Store next Georgia-ს გენერალური დირექტორი, რითეილ კონსულტანტი, ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, ქოუჩი, მენტორი, ლექტორი
თემა: I never dream about success, I work for it – მე არასდროს მიოცნებია წარმატებაზე მე ვშრომობდი წარმატებისთვის;
14:30 თამარა სეთური – Girteka-ს ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული კულტურის ხელმძღვანელი
თემა: როგორ დავსაქმდეთ საერთაშორისო კომპანიაში?!
15:00 გიორგი კონტუაძე – ენტერპრენერი
თემა: როგორია ბედნიერი სამსახური?
15:15 ეკატერინე ჭელიძე Lineate – ს HR ბიზნეს პარტნიორი
თემა: ტექ-ინდუსტრია, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი
15:30 სანდრო ბოლქვაძე – www.sfero.ge – ის დამფუძნებელი
თემა: დასაქმდი მარტივად
16:00 ნატა ასათიანი – განათლების ფსიქოლოგი
თემა: შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით.
16:20 ნინო აბაშიძე – ქოუჩი, ICF საქართველოს ვიცე პრეზიდენტი
თემა: კარიერაში წარმატების საფუძვლები
მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლებიც ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი |
აგროჰაბი |
Grant Thornton LLC |
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი |
მასტერ თრეიდი |
ECOVIS GEORGIA |
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის |
პსპ ფარმა |
CMX Solutions |
შპს ,,ევოლუშენ ჯორჯია” |
შპს. ევროპროდუქტი |
„აპგეიმინგ აგ-საქართველოს ფილიალი” |
შპს მედგრუპ ჯორჯია |
ამბოლი |
თიბისი ლიზინგი |
ნუტრიმაქსი |
შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია” |
Pasha Bank and Re|Bank |
შპს „TIMELESS” |
ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი |
სილქნეტი |
შ.პ.ს ტრანსპორტერი |
კრედო ბანკი |
LUKOIL Georgia |
თოდუას კლინიკა |
სს “ფუდმარტი” |
შპს “ჯი ემ თი მთაწმინდა” |
Bolt |
ელიტ ელექტრონიქსი |
Lineate Georgia |
Viber GA LLC 405523651 |
Hotels and Preference Hualing Tbilisi |
ცურ ჯგუფი |
სსიპ “იუსტიციის სახლი” |
ECOVIS GEORGIA |
შ.პ.ს. პრესტიჟი |
შპს “სუფთა სახლი” |
Gzajvaredini |
Concentrix Service LLC (Georgia) |
შპს “მისთორი” |
ორი ნაბიჯი |
სს ტერაბანკი |
შპს “ქართუ – უნივერსალი” |
Girteka |
Space int. |
ზუმერი |
ვენდი 2 |
შ.პ.ს ავტოტექნო |
შპს “დაფნა” |
Magic Roads Georgia |
სს არდი დაზღვევა |
სს ნიკორა ტრეიდი |
შპს ,,თბილისი ენერჯი” |
მადარტი (შპს არბო 2009) |
კარფური/Carrefour |
შპს აჭარა ჯგუფი |
ეროვნული სკრინინგ ცენტრი |
შპს “ეი ბი სი ტელეკომ-ჯი” მაღაზია ჯონტაქტჰოუმი |
Finbureau |
ქალთა ბედნიერება |
თეგეტა ჰოლდინგი |
კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia, საერთო სამუშაო სივრცე KD4US, რადიო იმედი.
გელოდებით ყველას “კარიერის ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!