შემოგვიერთდით

“დასაქმების ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით,  20 ოქტომბერს, 12:45 – 15:45 სთ-ებში სასტუმრო ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში (მის: ა.წერეთელი 118), დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. 

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. თუ ეძებთ თანამშრომლებს და  გსურთ თქვენი კომპანია პოტენციურ კანდიდატებს ერთ სივრცეში წარუდგინოთ და მოიზიდოთ ტალანტები, შემოგვიერთდით დასაქმების ფესტივალზე!
მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

ღონისძიება მოიცავს:

  • დამსაქმებლების/გასაუბრებების ზონა — კომპანიებს მიეცით საშუალება არა მხოლოდ ვაკანსიები, არამედ საკუთარი კულტურა, გუნდი და სამუშაო გარემო წარმოადგინონ.

  • განათლების ზონა: წარმოდგენილი იქნება პროფესიული კოელეჯები.

    ქვეყანაში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერება და მასზე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაბალია. სწორედ ამიტომ, ფესტივალის განათლების ზონაში წარმოდგენილი იქნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა მიზანია მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების, მისი უპირატესობებისა და სწრაფი დასაქმების პერსპექტივების გაცნობა.

    ფესტივალზე წარმოდგენილი კოლეჯები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას შესთავაზებენ მაღალი ხარისხის პროფესიული კომპეტენციების განვითარებისა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების შეძენის შესაძლებლობას. მათი მთავარი ამოცანაა კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

    ამასთან, პროფესიული განათლების ქსელში უკვე ჩართულ ადამიანებს ფესტივალი დაეხმარება დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში, დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კარიერული განვითარების ახალი პერსპექტივების აღმოჩენაში.

  • წარმატების სცენა: სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების გამოსვლები და გამოცდილების გაზიარება.

რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • ორგანიზაციის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

     

    1357 ლარი (დღგ ჩათვლით).

  • თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

ფესტივალზე დამსაქმებლის რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: forms.gle

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა სამუშაოს მაძიებელს.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფესტივალში?

  • დამსაქმებლის ბრენდის წარდგენა, წვდომა ათასობით სამუშაოს მაძიებელთან და კანდიდატების მოზიდვა;
  • სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  • დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
  • დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა;
  • კომპანიის პოზიციონირება, როგორც აქტიური და თანამედროვე დამსაქმებელი;
  • დროის ეფექტური დაზოგვა და სწრაფი შერჩევა.
  • ორგანიზაციას, რომელსაც მიმდინარედ აქტიური ვაკანსიები არ აქვს, შეუძლია დამსაქმებლის ბრენდების გამოფენაში Employer Brand Space მიიღონ მონაწილეობა და გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკები, კანდიდატებს გააცნონ სამუშაო გარემო სამომავლო თანამშრომლობისთვის.

რა სერვისს მიიღებთ ჩვენგან?

  • კანდიდატების მოზიდვა და კანდიდატებთან შეხვედრა (დამსაქმებლის ბრენდის წარდგენისა და გასაუბრებებისთვის).

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი ორგანიზაციის სტენდისთვის გამოგეყოფათ სივრცე.
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. გასაუბრებები ექსპო ჯორჯიაში.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ რამდენიმე დასაქმების ფესტივალის ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

გამოიყენეთ შანსი ეფექტურად და სწრაფად შეარჩიოთ საუკეთესო ტალანტები!

Organized by HR Hub, the EXPO JOB & Edu Expo Employment & Education Festival will take place on October 20, from 12:45 to 15:45, at Expo Georgia, Pavilion III.

🎯 An opportunity to attract top talent and connect with potential candidates.

Participation is open to all interested organizations.

📌 Company registration is now open to reserve your place at the festival.

Participation for employers and educational institutions is paid:
GEL 1,357 (VAT included)

Why should you participate:

  • Direct communication with job seekers;
  • Increasing employer brand awareness.

Register now: forms.gle/VhHyDVrgXX3xXksJA