შემოგვიერთდით

Coca Cola Talents – სტაჟირებისა და განვითარების საინტერესო პროექტი იწყება

კოკაკოლა პოზიტივის, გამარჯვების, წარმატების სიმბოლოა.

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, უმაღლების სტანდარტების ქარხანში, რომელიც მუხრანის ველზე მდებარეობს 625 საუკეთესო პროფესიონალია დასაქმებული და სწორედ ახლა საერთაშორისო ბრენდი კარს თქვენთვისაც აღებს.

კოკა-კოლა ყველასთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ბევრ დადებით ემოციასთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებულ მხიარულ მომენტებთან ასოცირდება. კოკა-კოლა სასმელზე მეტია. ეს არის სიამოვნების მინიჭების ემოცია, რომელმაც წლებს გაუძლო და არ შეცვლილა.

კოკა-კოლაში მუშაობაზე ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია და უოცნებია კიდეც. ვის არ ენდომება ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელიც ყოველთვის ახერხებს მომხმარებლის გაოცებას და მოწოდების სიმაღლეზეა, სადაც თანამშრომლებს აფასებენ და განვითარების შესაძლებლობას აძლევენ?!

ჰოდა სწოედ ახლა, გაქვთ შანსი ჩაერთოთ ყველაზე ინოვაციურ პროექტში Coca cola Talents.

Coca cola Talents – ეს არის მენტორინგის, სტაჟირებისა და განვითარების, დასაქმების უპრეცენდენტო პროგრამა კოკა კოლაში 4 მთავარი მიმართულებით:

  • წარმოება (მოიცავს შემდეგი მიმართულების პროფესიებს: ინჟინერი, მექანიკოსი, ოპერატორი, ქიმიკოსი, მიკრობიოლოგი, ტექნოლოგი, ელექტრიკოსი);
  • ფინანსები;
  • მარკეტინგი;
  • გაყიდვები.

პროექტი სრულად აგებულია მენტორინგის პრინციპზე და მოიცავს შეხვედრებს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლებთან და მენტორინგს, რჩევებს, გამოცდილების გაზიარებას, სტაჟირებასა და დასაქმებას.

როგორ მივალთ დასაქმებამდე:

  • აპლიკაციების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად ოთხივე მიმართულებაში შეირჩევა პროგრამის მონაწილეები;
  • მენტორები თითოეული მიმართულების კანდიდატებს მისცემენ დავალებას;
  • შერჩეული კანდიდატები  3-6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებასა და მენტორინგის პროგრამას გაივლიან ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში,;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი დასაქმდებიან კომპანიაში.

ვისთვის არის განკუთვნილი Coca-Cola Talents?

Coca-Cola Talents – ში მონაწილეობა შეუძლიათ კურსამთავრებულებს ან მეოთხე კურსის სტუდენტებს. მათ ვინც კარიერას წარმოების, ფინანსების, მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით გეგმავს, ვისაც ამ რომელიმე სფეროში სწავლა-განვითარება და დასაქმება სურს.

რა ბენეფიტებს ივიღებ პროექტში მონაწილეობით:

  • გამოცდილების მიღება საერთაშორისო ბრენდში;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • ტრანსპორტირება;
  • კვება;
  • დასაქმების შესაძლებლობა.

არ გაუშვათ შანსი, გაიაროთ სტაჟირება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში და დასაქმდეთ.

კოკა კოლა ნდობას და ხარისხს წლებია არ კარგავს და გამარჯვების სიმბოლოა. გაიმარჯვეთ თქვენც!

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ერთად დავიწყოთ თქვენი წარმატების ისტორია!

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი.

 გისურვებთ წარმატებებს!