1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. გვინდა დავეხმაროთ მათ და ფესტივალში მონაწილე კომპანიებთან ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დასაქმებაში.
ღონისძიება ონლაინ, ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიას, ვაკანსიას და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა. დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
რატომ არის ეს ღონისძიება კომპანიებისთვის საინტერესო?!
- გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
- რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა. შეძლებთ მთელი საქართველოს მასშტაბით სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას;
- გექნებათ კანდიდატებთან წვდომა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან;
- დაზოგავთ დროს.
რას გთავაზობთ:
- დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი: სტატია/ინტერვიუ კომპანიის კორპორატიულ კულტურაზე, რომელიც გამოქვეყნდება www.HRhub.ge-ზე, პოსტერების (ჩემი რჩევა კანდიდატებს) დამზადება/გაზიარება და ასევე, ვაკანსიების წინასწარი განთავსება www.Studentjob.ge-ზე;
- Zoom შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან (დროებს შეგითანხმებთ წინასწარ);
- თქვენი კომპანიით დაინტერესებული კანდიდატების ბაზის მოწოდება (მათი თანხმობის საფუძველზე).
დაარეგისტრირეთ დამსქმებლის ბრენდი, კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.
დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 300 ლარი + დღგ.
კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 თებერვალი
ფესტივალში მოაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დამსაქმებლები კი გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ. ღონისძიება მოიცავს მთელ საქართველოს.