HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 150-მდე მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მესამე ნაკადის მენტორები:
- ხათუნა ჩხაიძე – EFES საქართველო – ლუდსახარში ნატახტარი HR დირექტორი
 - ოთო ტაბატაძე – ორიენტ ლოჯიკი HR და საოპერაციო დირექტორი
 - სალომე კვახაძე – ფინანსურუ ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი – ტალანტების განვითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
 - ხათუნა ტუღუში – აჭარა ჯგუფი HR დირექტორის მოადგილე
 - ანი გაგუა – აპტოსი ორგანიზაციული განვითარებისა და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 - თამარ დანელიშვილი – CMC Construction Management & Consulting HR მენეჯერი
 - ანი ხოფერია – კრედო ბანკის ორგანიზაციული განვითარებისა და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 - სალომე ბაზერაშვილი – ტელეკომპანია იმედის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი
 - სალომე კიღურაძე – KPMG Georgia HR მენეჯერი
 - თამარ ასათიანი – საპარტნიორო ფონდი HR ოფიცერი
 
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 30 სექტემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
HR hub Next-ის მხარდამჭერია პალიტრა მედია ჰოლდინგი.

