HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.
1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები:
- ნინო ამირანაშვილი – Sharm Trading HR მენეჯერი;
- მარინა კუჭუხიძე – STREAM დირექტორი საკონსულტაციო კომპანია;
- ნინო კევლიშვილი – კრედო ბანკი სწავლებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნინა სანიკიძე – ევოლუშენ საქართველო – ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი;
- თინათინ მამუჭაძე – გეფა HR ბიზნეს პარტნიორი;
- მაკა მჟავანაძე – HR მენეჯერი, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია დირექტორი და დამფუძნებელი;
- ელენე მურვანიძე – Pipedrive – რეკრუტერი (ტალანტების მაძიებელი);
- ვახო კორძაია – GPI ჰოლდინგი – გაყიდვების დირექტორის მოადგილე;
- ლიკა კაპანაძე – ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი;
- ლიკა ნოზაძე – Talent Flow – მმართველი პარტნიორი, მენეჯმენტის კონსულტანტი.
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 24 მაისამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5
მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.