შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები:

  • ნინო ამირანაშვილი  Sharm Trading HR მენეჯერი;
  • მარინა კუჭუხიძე – STREAM დირექტორი საკონსულტაციო კომპანია;
  • ნინო კევლიშვილი – კრედო ბანკი სწავლებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ნინა სანიკიძე – ევოლუშენ საქართველო – ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი;
  • თინათინ მამუჭაძე – გეფა HR ბიზნეს პარტნიორი;
  • მაკა მჟავანაძე – HR მენეჯერი, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია დირექტორი და დამფუძნებელი;
  • ელენე მურვანიძე – Pipedrive – რეკრუტერი (ტალანტების მაძიებელი);
  • ვახო კორძაია – GPI ჰოლდინგი – გაყიდვების დირექტორის მოადგილე;
  • ლიკა კაპანაძე –  ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი;
  • მალე გახდება ცნობილი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  15 მაისამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5

მედია მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.