HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.
1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მენტორები:
- ირინე კაციაშვილი უფროსი HR ბიზნეს პარტნიორი Starbucks Coffee Company Uk Ltd ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში;
- რუსუდან თელია დამფუძნებელი და Culture Lead ACT ორგანიზაციული კულტურა, როგორც ცოცხალი წესრიგი;
- ნატო კვაჭანტირაძე HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Retail Group Georgia, Subsidiary of Fawaz Alhokair Group Fashion Retail Performance Management;
- ელენე ოყროშიძე რეკრუტმენტ მენეჯერი Carrefour Georgia სტრატეგიული HRM და მასში შემავალი Recruiting პროცესები (თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები);
- ქრისტინე ლორთქიფანიძე დამფუძნებელი, კვლევის კონსულტანტი კვლევითი კომპანია ანოვა კვლევის როლი ორგანიზაციის განვითარებაში;
- სალომე ფანცალაშვილი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი GMT მთაწმინდა ტალანტების მოზიდვა;
- თამარ ჭირაქაძე HR ადმინისტრაციის, კომპენსაციების და ბენეფიტების განყოფილების უფროსი. კრედო ბანკი; რას აკეთებს HR მენეჯერი ორგანიზაციაში?
- ლანა ხარაზიშვილი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრინვეი HR ადმინისტრირება/ დოკუმენტბრუნვა;
- ეკა ზედელაშვილი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელემენტ ქონსთრაქშენი თანამშრომელთა კმაყოფილების (მოტვაციის/პროდუქტიულობის) შენარჩუნება.
- თამარ შაიშმელაშვილი HR მენეჯრი ბრედფილდი კომპანიის , როგორც დამსაქმებლის ბრენდინგი (HR ბრენდინგი).
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 14 სექტემბრამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5