შემოგვიერთდით

HR შუა ზღვაში – HR hub – ის ღონისძიება ბათუმში, იახტაზე გაიმართება

14 აგვისტოს, 19:30სთ-ზე, HR hub-ის ისტორიაში პირველად, ჩვენი ღონისძიება ბათუმში, შუა ზღვაში, იახტაზე გაიმართება.
ეს იქნება ყველასთვის დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღე. გვსურს შეგიქმნათ ამაღლებული განწყობა, სადაც მხოლოდ დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.
წარმოიდგინეთ მზის ჩასვლა ზღვაში, მუსიკის ჰანგები, სპიკერი საინტერესო HR თემით, გათამაშებები, საჩუქრები და რაც მთავარია მხოლოდ და მხოლოდ კარგი განწყობა.
ვინ იქნებიან სპიკერები:
  • ლიკა ნოზაძეTalent Flow-ს დამფუძნებელი;
  • გვანცა კიკალიშვილიArt Inception Georgia-ს დამფუძნებელი.
რა თემაზე იქნება საუბარი: თანამშრომლების ფსიქოლოგიური Wellbeing
  • რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს?
  • როგორ იმოქმედა პანდემიამ ორგანიზაციების კორპორატიულ კულტურაზე;
  • რატომ არის მნიშნელოვანი შევინარჩუნოთ თანამშრომლების Flow – Mindfulness, როგორც სტრესის მართვის ტექნიკა;
  • როგორ გავართვათ თავი არსებულ სირთულეებს ორგანიზაციის გუნდის მართვისას;
  • როგორ ვისწავლოთ კომუნიკაცია თავიდან, პანდემიური გამოცდილების შემდეგ;
  • Art Flow – Mindfulness-ის და Flow-ს მიღწევის საშუალება.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს გუკა სალუქვაძე და Tamtam Boy. ისინი სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროგრამით წარსდგებიან თქვენს წინაშე და საოცარი ენერგიით აგავსებენ.

მოიწყეთ განტვირთვის დღე ჩვენთან ერთად.
ეს არის ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
დარეგისტრირდით 11 აგვისტომდე: https://forms.gle/ApYbYmhCcKomNUqz5
ადგილები შეზღუდულია.
ღონისძიებაზე მოსახვედრად საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესებიდან ერთ-ერთი:
  • იყოთ სრულად ვაქცინირებული და ბოლო ვაქცინიდან გასული იყოს 2 კვირა;
  • წარმოადგინოთ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • ბოლო 2 თვის მანძილზე გადატანილი გქონდათ კოვიდი;

ასევე გთხოვთ, ატარეთ პირბადე.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევქმნათ უსაფრთხო გარემო.

გელოდებით საინტერესო, ლამაზ, მხიარულ, მუსიკალურ, დაუვიწყარ ღონისძიებაზე!

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის, კომუნიკაციისთვის,  დისკუსიისთვის, იდეების გაცვლისა და სიახლეების გაცნობისთვის. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია  როგორც HR მენეჯერებისთვის, ასევე თემით დაინტერესებული მენეჯერებისა და დირექტორებისთვის.
HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.