შემოგვიერთდით

“ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

2 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Meta Business Hotel-ში HR hub – ის მორიგი ღონისძიება ყველაზე ,,ცხელ” თემას დაეთმობა.

განრიგი:

  • 19:00 – 19:20 welcome coffee
  • 19:20 – 20:20  მედეა ტაბატაძე თემა: “ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა”
  • 20:20-21:00 დისკუსია

მის: Meta Business Hotel, SKI Hall, მ.ალექსიძის 12, King David – ის ბიზნეს ცენტრი, მეჩვიდმეტე სართული.

“ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ აგვისტოს ღონისძიებაზე, რომელსაც HR კონსულტანტი მედეა ტაბატაძე გაუძღვება.

ზაფხულში განსაკუთრებით რთულია კანდიდატების მოზიდვა და თითქმის ყველა სექტორში ერთი და იგივე პრობლემაა. პანდემიამ კი განსაკუთრებით იმოქმედა შრომის ბაზარზე და დიდი გარდასახვა მოახდინა. შეიცვალა კანდიდატების დამოკიდებულებები და ინტერესები.

HR პროფესიონალების უმრავლესობა სანთლით ეძებს ახალ თანამშრომლებს და ვერ პოულობს. სწორედ ამ საკითხებზე მოხდება საუბარი ღონისძიებაზე.

შესაძლებლობა გექნებათ თქვენი წუხილი გაუზიაროთ კოლეგებს ან რჩევა მისცეთ, როგორ მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. მოკლედ აზრების გაცვლა-გამოცვლის ღონისძიება იქნება. სადაც თქვენც ჩართული იქნებით. ისაუბრებთ და იმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაწუხებთ და რთულად მოსაგვარებელ პრობლემად გესახებათ.

თუ თქვენც მსგავსი გამოწვევების წინაშე ხართ, არ იცით სად ეძებოთ კანდიდატები ან იცით და გსურთ თქვენი გამოცდილება სხვებს გაუზიაროთ, მაშინ ეს ღონისძიება თქვენთვის საინტერესო იქნება.

არ გამოტოვთ ღონისძიება მიმდინარედ ყველაზე აქტუალურ თემაზე!

დარეგისტრირდით: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA

ადგილები შეზღუდულია.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  Geosoft Meta Business Hotel KD4US Grant Thornton Georgia.