შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – მეიჯერელ ჯორჯიას შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზეა გამოქვეყნდებული. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. შეხვედრები გაიმართება ონლაინზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები:

  1. 27 თებერვალი 18:00 ზურა მხეიძე – თემა: როგორ გარდავქმნათ სამსახურის ძიების პროცესში მიღებული იმედგაცრუება შესაძლელობად ?
  2. 1 მარტი 13:00 მედეა ტაბატაძე – თემა: მოვიპოვოთსასურველისამსახური?

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერეო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ მეიჯერელ საქართველოს ადამიანური რესურსების შერჩევისა და დასაქმების ხელმძღვანელის შორენა ქუთათელაძის ინტერვიუს. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვაკანსიებს: https://studentjob.ge/2021/02/majorel/

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

მეიჯერელის მთავარი ღირებულება 1800-მდე თანამშრომლისგან შემდგარი, ჩვენი ერთიანი გუნდი და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა. სწორედ ამიტომ, დასაქმებულებს ვთავაზობთ ბენეფიტების მიმზიდველ ნაკრებს და სამუშაო პირობებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

კომპანიის ღირებულებები და მთავარი პრინციპები ჩამოყალიბებული და გაწერილია ორგანიზაციის ქცევის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დაფუძნებულია ეთიკურ პრინციპებზე, საკანონმდებლო მოთხოვნებზე და კომპანიის შიდა კორპორატიულ წესებსა და დებულებებზე. დოკუმენტის მთავარი პრინციპებია: აზრის თავისუფალი გამოხატვის და კრიტიკული საკითხების დაფიქსირების უფლება და ვალდებულება, დისკრიმინაციისა და შევიწროვებისგან თავისუფალი გარემო, დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევისა და დაწინაურების პოლიტიკა.

ურთიერთპატივისცემა და ნდობა ჩვენი კომპანიის მუშაობის საფუძველია. ჩვენ ვიცით, რომ გამოწვევების დასაძლევად და ამბიციური გეგმების მისაღწევად გუნდური მუშაობაა საჭირო, როგორც კომპანიის შიგნით ასევე ჩვენს კლიენტებთან. პატივისცემა ნიშნავს: შექმნა პოზიტიური გარემო, სადაც თანამშრომლობა, მრავალფეროვნება და შეკრულ გუნდად მუშაობა კულტურის ნორმაა, სადაც საქმიანობა კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარიმართება.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

იყო ობიექტური და სწორად აფასებდე კანდიდატების უნარებს, ეხმარებოდე თითოეულ აპლიკანტს საკუთარი თავის უკეთ გამოვლენაში.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

მოტივაცია არის ის, რაც ადამიანს განვითარებისა და წინსვლისკენ უბიძგებს. მაღალი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანი, არასაკმარისი მოტივაციით ისე ვერ შეასრულებს სამუშაოს, როგორც დიდი მოტივაციის მქონე, რომელსაც სურს გახდეს შენი გუნდის წევრი და ძალისხმევას არ იშურებს ამისათვის. ბევრი პრეცენდენტი გვქონია, როდესაც ადამიანი ერთხელ ვერ ართმევს თავს გასაუბრებას გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მოტივაციას არ კარგავს, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გვიბრუნდება გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, წარმატებით გადის შერჩევის პროცესს და კომპანიის სამაგალითო გუნდის წევრად ყალიბდება.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

მეიჯერელში ნებისმიერი ტიპის რეზიუმე, რომელიც ხვდება ჩვენს ბაზაში, განიხილება. მასში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის საკითხი. რა თქმა უნდა, არასოდეს შეგვიფასებია რეზიუმე მისი ვიზუალური მახასიათებლებით ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეზე ყურადღების გამახვილება და იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტის გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია გამოცხადებული პოზიციის მოთხოვნებთან, აუცილებლად ვგეგმავთ ინტერვიუს კანდიდატის შესაძლებლობების უფრო სიღმისეულად შესაფასებლად.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

კომპანია მეიჯერელ საქართველოს შრომის ბაზარზე ბევრი იცნობს, როგორც კეთილსინდისიერ, სასურველ დამსაქმებელს, რაც აბსოლუტურად სამართლიანი შეფასებაა. მეიჯერელი აქცენტს აკეთებს თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე, ჯანსაღ, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებზე, დასაქმებულებისათვის განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე.

ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ დასაქმების ბაზრის სახელფასო კვლევებს, მხედველობაში ვიღებთ ქვეყანაში არსებულ ცვლილებებს და გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თითოეული დასაქმებულის მსყიდველობითუნარიანობაზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვახორციელებთ თანამშრომლების ხელფასების ყოველწლიურ გადახედვას, რათა ჩვენი გუნდის წევრები უზრუნველვყოთ უკეთესი სახელფასო პირობებით. ამასთანავე, თანამშრომლებს ვთავაზობთ საოჯახო ტიპის დაზღვევის პაკეტსა, ცხრა თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, საღამოს და ღამის საათებში კორპორატიული სატრანსპორტო საშუალებით მომსახურებას, სამუშაო დღეების „გემრიელად“ გასატარებლად კი – უფასო ნაყინსა და სხვადასხვა სახის ხილს.

ასევე, კომპანიაში თანამშრომლებისთვის არსებობს დამატებითი დასვენების დროის მიცემის წესები და ფულადი დანამატები, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი  მოვლენების აღსანიშნად.

2020 წელიდან კომპანიაში ხორციელდება ახალი პროქტი, რომელიც სამუშო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. კომპანიის შიგნით არჩეული 13 ამბასადორი  სიამოვნებით გეგმავს და ახორციელებს დასაქმებულებისთვის სხვადასხვა სახის სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

იმისათვის, რომ დასაქმდე სასურველ კომპანიაში, საჭიროა კარგად მოემზადო გასაუბრებისთვის, წინასწარ მოიძიო საჭირო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, მოიფიქრო როგორ წარუდგინო თავი პოტენციურ დამსაქმებელს, გასაუბრებაზე გამოავლინო შენი მოტივაცია და დაასაბუთო, თუ რატომ გსურს კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა.  ამასთან ერთად, ნუ დაგავიწყდება, რომ გასაუბრების პროცესი ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია და მხოლოდ დამსაქმებელი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. დასვი კითხვები შენთვის საინტერესო საკითხებზე, რომ გამოარკვიო რამდენად ახლოს არის მოცემული კომპანიის ღირებულებები და მისი კორპორატიული კულტურა  შენს მოლოდინებთან.

თითოული გასაუბრება არის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ თუ პირველივე ჯერზე ვერ მიაღწევთ საწადელს. მოინდომეთ, იბრძოლეთ და სცადეთ იქამდე, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევთ!

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოGoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.