HR hub–ის ორგანიზებით, 23 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, (მარჯანიშვილის 7) ბიზნეს ღონისძიება “მოტივაციისა და ბენეფიტების” თემაზე გაიმართება. დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან დაესწრებიან.
ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.
მთავარი თემებია:
- მოტივაცია – როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია კონკურენტული ანაზღაურებით, კომპეტენციების შესაბამისად, თანამშრომელთა პატივისცემითა და აღიარებით.
- ბენეფიტები – თანამშრომლობის ბენეფიტები ტალანტების მოზიდვის და შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ბენეფიტები ზრდის დასაქმებულების ჩართულობას, პროდუქტიულობას, კეთილდღეობას და მომხმარებლების ერთგულებასაც კი. ღონისძიებაზე საუბარი იქნება როგორ განვსაზღვროთ და შევარჩიოთ ბენეფიტები ორგანიზაციაში და გავზარდოთ დასაქმებულების პროდუქტიულობა.
- თანამშრომლების ჩართულობა – როგორ გავზარდოთ თანამშრომლების ჩართულობა.
რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?
-
იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;
-
გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;
-
აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.
ვინ იქნებიან სპიკერები/განრიგი:
- 17:05 ღონისძიების გახსნა
- 17:10 ანიტა ყიფიანი – ველი ბიზნესის კორპორატიული პარტნიორობის მენეჯერი
- 17:20 ეკა ქავთარაძე – Tegeta Holding-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
თემა: დაიჯერე მისი !- როგორ ვაძლიერებთ ადამიანებს
- 17:40 გივი გიორგაძე – გამომცემლობა ბაბლჰედის თანადამფუძნებელი
თემა: საზრისის ეფექტი
- 18:00 ყავის შესვენება
- 18:20 მარიამ ზუმბაძე – Upgaming-ის HR Generalist
თემა: როგორ გავაღვიძეთ შინაგანი ბავშვი – რა აქტივობებს ვიყენებთ კომპანიაში რეკრუტუნგის და ონბორდინგის ნაწილში, Ai ის ჩართულობა დაგეგმვის და იდეების გენერაციის დროს, ღონისძიების შედეგების შეფასება.
- 18:40 თაკო ბენდელიანი Self.HR – მომხმარებელთა გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერი
თემა: ინოვაციიდან მოტივაციამდე: ციფრული პროდუქტი, როგორც ბენეფიტი
- 18:50 ნანა ყუფუნია – ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლის პროექტის მენეჯერი
თემა: მასპინძლობა როგორც მოტივაცია
- 19:10 ლევან ბახია – ,,ნებისწერის” ავტორი;
თემა: ნებისწერის ტექნოლოგიის HR პარადოქსი, გუნდის ცნობიერების ამაღლება წარმატებისთვის
ვისთვისაა ღონისძიება?
კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
- დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
- C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 85 ლარი.
დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ველი ბიზნესი Self.HR სასტუმრო ეპიზოდი, სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.