შემოგვიერთდით

რა ზომებს მიმართავენ დამსაქმებლები კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?!

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებლების ჩართულობა და აქტიურობა. საინტერესოა რა ღონისძიებებს ატარებენ ამ კუთხით ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

ზოგმა კომპანიამ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა და სამსახურში გამოცხადება ხდება აუცილებლობიდან გამომდინარე, უქმდება დაგეგმილი შეხვედრები და მივლინებები ან ონლაინ რეჟიმში ინაცვლებს.

გთავაზობთ იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლებიც კორონა ვირუსის პრევენციისთვის საქართველოში საკმაოდ ბევრ კომპანიაში გადაიდგა:

  1. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელი იყო;
  2. ონლაინ სისტემების გამოყენება შეხვედრების, კონფერენციების და სხდომების ჩასატარებლად;
  3. მივლინებებისა და პირადი მოგზაურობების შეზღუდვა;
  4. თანამშრომლები, რომლებიც ბრუნდებიან რისკ ზონიდან არიან 2 კვირიან თვითიზოლაციაში და ეს დღეები ეთვლებათ საპატიოდ. ანაზღაურება ხდება ბიულეტენის წარმოდგენის გარეშე;
  5. ნებისმირი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია ბიულეტინზე გასვლა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს თანამშომლების მაქსიმალური ინფორმირება ვირუსთან დაკავშირებით და ყველა სიახლის თუ რეკომენდაციების მიწოდება. საკომუნიკაციო კამპანიისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ზოგიერთი კომპანიის ოფისში საინფორმაციო პოსტერები გამოიკრა.

  • ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები;
  • დაემატა ხელის გასაწმენდი სადეზინფექციო სითხეები და “დეზობარიერები” შესასვლელებში;
  • თანამშრომლებს აქვთ პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია, როგორც ოფისში, ისე გარეთ შეხვედრებზე.

კომპანიების უმრავლესობამ მომხმარებლებს მოუწოდა  უფრო მეტად ისარგებლონ ონლაინ მომსახურებებით და ნაკლებად მიმართონ სერვის-ცენტრებს.

რაც შეეხება ყველაზე მსხვილ გლობალურ კომპანიებს როგორებიც არიან Apple, Google და Amazon–ი მაქსიმალურად შეზღუდეს მოგზაურობა და სთხოვეს თანამშრომლებს დისტანციურად იმუშაონ. Google-მა ასევე დახურა ყველა თავისი ოფისი ჩინეთში და დროებით შეაჩერა მოგზაურობა.

მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ Nestlé-მ შეაჩერა საერთაშორისო მოგზაურობა მარტის შუა რიცხვებამდე. ნესტლემ ასევე თქვა, რომ თანამშრომლები უნდა შეეცადონ არ იმოგზაურონ ქვეყნის შიგნითაც. თანამშრომლებმა, რომლებმაც ახლახანს იმოგზაურეს დაზარალებულ ქვეყნებში, ითხოვეს ორი კვირის განმავლობაში სახლში დარჩენა.

Nike– მა დროებით დახურა ოფისები ორეგონში და ნიდერლანდებში. ტოკიოში იაპონიის კოსმეტიკური კომპანია, Shiseido-მ, 8000 თანამშრომელს განუცხადა, რომ სახლიდან იმუშაონ.

ამ ხერხებით ცდილობენ კომპანიები მაქსიმალურად დაიცვან თანამშრომლები კორონა ვირუსისგან.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap