შემოგვიერთდით

,,TOP HR თემები” – რა ღონისძიებები გაიმართება მარტში?!

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში  TOP HR თემებზე ორი სხვადასხვა ღონისძიება 14 და 24 მარტს გაიმართება.

TOP HR თემა 14 მარტი

14 მარტს, 18:00სთ-ზე  Meta Business Hotel-ის SKI Hall-ში გაიმართება. მის. მ.ალექსიძის 12, King David – ის ბიზნეს ცენტრი, მეჩვიდმეტე სართული.
ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე იქნება საუბარი:
  • სანდრო ბოლქვაძე – www.sfero.ge – ის  თანადამფუძნებელი. თემა: შრომის ბაზრის მოთხოვნა მიწოდების ანალიზი და სტატისტიკა;
  • მარიამ ნებაძე – Self.ge – Product owner “. თემა: როგორ მოვემზადოთ მარტივად შრომითი ინსპექტირებისთვის ციფრული HR პლატფორმით;
  • ლევან მოსახლიშვილი – სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში. კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და efix-ის ენერგეტიკული ელჩი საქართველოში. ლევან მოსახლიშვილი ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს და გახლავთ ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორანტი. არის შვიდი მონოგრაფიის, 26 სამეცნიერო სტატიის და 14 კვლევის ავტორი და თანაავტორი. თემა: შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები პრაქტიკაში – სიახლეები და მიმდინარე ცვლილებები.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება:  77 ლარი.
დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ 10 მარტამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA 
ადგილები შეზღუდულია.

TOP HR თემა 24 მარტი 18:00:

ვორქშოპი: “ახალი სამსახურეობრივი მომავალი” – გარდაქმენი პრობლემა შესაძლებლობად!
ვინ იქნება სპიკერი: საშა კაცმანი
ვორკშოპზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ და გარდაქმნათ ერთი ასპექტი თქვენი სამსახურეობრივი ცხოვრებიდან, რომელიც ყველაზე მეტად გაკარგვინებთ თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვითგამოხატვას და პოტენციალის სრულ გამომჟავნებას თქვენს კარიერულ ცხოვრებაში.
რატომ გარდაქმნათ პრობლემა და არა გადაწყვიტოთ? იმიტომ რომ გარდაქმნა უკავშირდება შესაძლებლობის მომავალს აწმყოშივე და გადაწყვეტა ეფუძნება წარსულ გამოცდილებას, რომელიც უბრალოდ იმეორებს თავის თავს და ასე ქმნის თქვენს უკვე განპირობებულ მომავალს.
გელით ვორკშოპზე ახალი სამსახურეობრივი მომავლის დასაწერად.  ცხოვრება, ხომ სინამდვილეში, სავსეა შესაძლებლობებით, პატივისცემითა და სიყვარულით.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება: 150 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
დარეგისტრირდით: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA 
ადგილები შეზღუდულია.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ორივე ღონისძიებას დაესწროთ. ამ შემთხვევაში ღირებულება 215 ლარი იქნება.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Meta Business Hotel King David Sfero.ge სასტუმრო EPISODE KD4US Grant Thornton Georgia.