შემოგვიერთდით

,,TOP HR თემები” – რა ღონისძიებები გაიმართება მარტში?!

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. Continue reading “,,TOP HR თემები” – რა ღონისძიებები გაიმართება მარტში?!”

საქართველოს უნივერსიტეტი შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე დისკუსიას უმასპინძლებს

7 ნოემბერს, 17:00სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტი  და მასთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise აწყობს საჯარო დისკუსიას შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე, სადაც განიხილება საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, მათ შორის  ახალი შესაძლო კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას ქ.77 IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519).

დისკუსია მოიცავს ყველა იმ ბუნდოვან საკითხს, რაც საფრთხის შემცველია როგორც დამსაქმებლისთვის, აგრეთვე დასაქმებულისთვის.

დისკუსიას გაუძღვებიან:

ირაკლი პეტრიაშვლი – პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

ირაკლი ლექვინაძე – ბიზნესომბუდსმენი;

შალვა ცხაკაია – დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2NwQmUs

ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აიკრძალება?!

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

“აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი,”- ნათქვამია კოდექსის პროექტში.

თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ – “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

წყარო: BM.ge

რა უნდა ვიცოდეთ გასაუბრების ეტაპზე ჩვენი უფლებების შესახებ და რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოვითხოვოთ დამსაქმებლისგან?

შრომის კოდექსის თანახმად, კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი სახის ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლისგან:
1. ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;

2. წერილობით დაიდება შრომითი ხელშეკრულება და გექნებათ მეტი დაცვის გარანტია, თუ ზეპირად (რის გამოც მტკიცების ტვირთი მეტად დაგეკისრებათ დავის წარმოშვების შემთხვევაში);

3. ვადიანი ხელშეკრულებაა, თუ უვადო; თუ გამოსაცდელი ვადით იდება ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ შრომითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

4. შრომის პირობების შესახებ ინფორმაცია: რამდენი დღე მოგვიწევს მუშაობა, რა ტიპის დავალებებს შევასრულებთ, ვის წინაშე ვიქნებით ანგარიშვალდებული და ა.შ;

5. შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

6. ამასთან, იცოდეთ, რომ შინაგანაწესით გაწერილი წესები თუ აუარესებს თქვენს მდგომარეობას, ბათილია ასეთი დანაწესი შრომის კოდექსის მიხედვით!

წარმატებას გისურვებთ!

ავტორი: ნათია ქურდაძე