შემოგვიერთდით

ხელფასებისა და გრეიდების კურსზე მიღება დაიწყო

HR სკოლა –  ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლაა, რომელიც HR სფეროში უფწვეტი განვითარების შესაძლებლობებებს ქმნის.

მიღება გამოცხადდა ხელფასებისა და გრეიდების მიმართულებაზე, რომელსაც გაუძღვება HRM კონსულტანტი, ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი ირმა ოქროპირიძე.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას გრეიდინგისა და სახელფასო სისტემის შემუშავების შესახებ.

დეტალების სანახავად იხილეთ სილაბუსი

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

HR ბიზნეს პარტნიორებისთვის, კომპენსაციებისა და ბენეფიტების სპეციალისტებისთვის, HR ადმინისტრირების მენეჯერებისთვის და HR Generalist-ებისთვის.

როდის დაიწყება?

სწავლა დაიწყება 14 მაისს. ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 სთ ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00სთ-ზე. ჯამში გაიმართება 6 შეხვედრა (12სთ). რეგისტრაცია 30 აპრილამდე: https://bit.ly/37pIXSe 

სად ჩატარდება ტრენინგები?

პანდემიიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სწავლება ჩატარდება ონლაინ.

რა არის კურსის ღირებულება?

799 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად, თქვენთვის მისაღები წინასწარ შეთანხმებული გადავადებით).

HR hub Next -ის კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 10% ფასდაკლებით.

კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ HR სკოლის სერტიფიკატი.

რატომ HR სკოლა?

HR სკოლა HR hub-ის ახალი პროექტია, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადამიანური კაპიტალისა თუ სხვა პროფესიის მენეჯერებისთვის (ჯგუფები გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტდება და თითოეული მსმენელი მასზე მორგებულ პროგრამას გაივლის), ამიტომ HR სკოლაში მისაღებად დარეგისტრირებული მსურველები გაივლიან გასაუბრებას.

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.

HR school – ის უნიკალური, თანამედროვე პროგრამები HR მენეჯერებს, მუდმივად ცვალებად გარემოში, ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

მისია: დავეხმაროთ HR მენეჯერებს  ახალ-ახალი, გამოწვევების დაძლევაში!

უზრუნველვყოთ თანამედროვე, ხარისხიანი HR განათლების მიწოდება საქართველოში და ხელი შევუწყოთ HR მენეჯერების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ადამიანური კაპიტალის სწორი, თანამედროვე მენეჯმენტით ქმნიან უკეთეს ორგანიზაციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია.

HR School – თქვენი ახალი HR გამოწვევებისთვის!

კითხვების შემთხვევაში, დაგვირეკეთ: +995 591990107  ან მოგვწერეთ: info@hrhub.ge