შემოგვიერთდით

კონკურსი-ყველაზე ეფექტური სტაჟირების დიზაინი და 2 დღიანი საგზური ჩაქვში

მისო კრისტალი  Yes-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს “ყველაზე ეფექტური სტაჟირების დიზაინი”, რომელიც ხელს უწყობს როგორც კომპანიის ამოცანების შესრულებას, ასევე ახალგაზრდების მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რომელიც ზრდის მათი დასაქმების შესაძლელობას.

განაცხადის (მაქსიმუმ 2 გვერდი) წარდგენის ბოლო ვადაა 14 ივლისი, 14:00 საათი.

განაცხადში მიუთითეთ:

  • კომპანიის დასახელება
  • წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია
  • სტაჟირების მეთოდოლოგია (მიზნები, შინაარსი, სტრუქტურა, დრო)
  • სტაჟირების მოსალოდნელი შედეგები
  • ახალგაზრდებისთვის და კომპანიისთვის რით არის უნიკალური სტაჟირების აღნიშნული პროგრამა.

გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია წარმოადგინოთ მომავალში განსახორციელებელი სტაჟირების დიზაინი, თუმცა შეფასებისას გარკვეული უპირატესობა (10% დამატებითი ქულა) მიენიჭება იმ კომპანიის განაცხადებს, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს წარმოდგენილი სტაჟირების პროგრამა.

გამარჯვებული კომპანია დაჯილდოვდება 2 დღიანი საგზურით ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში“ 2 კაცზე.

გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ni.mamaiashvili@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

ვაკის პარკში 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest გაიმართება

25 ივნისს ვაკის პარკში 13:00-17:00 საათზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest” გაიმართება.

ახალგაზრდების რეგისტრაცია 14 ივნისს დაიწყო. Continue reading “ვაკის პარკში 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest გაიმართება”

ბიბლუსელებმა მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეს

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიბლუსელებმა მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. Continue reading “ბიბლუსელებმა მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეს”