HR hub-ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია, დარეგისტრირდით და მობრძანდით.
ღონისძიებაზე კი შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის HR მენეჯერებს.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესი შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.
დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.
ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. დამსაქმებელთან გასაუბრების დროს, საჭიროა პირბადის ტარება. დასაქმების ფესტივალზე თან იქონიეთ რეზიუმეები.
დასაქმების ფესტივალის შესახებ სიახლეებს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.
მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.