28 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართა, სადაც 2021 წლის HR პროექტები იყო წარდგენილი.
HR გალას გამარჯვებული სს გეფა გახდა. შესაბამისად წლის HR პროექტი ,,ელექტრონული სასწავლო პლატფორმის იმპლემენტაცია” გახდა, რომელიც რევაზ ბაღათურიამ წარმოადგინა.
მეორე ადგილზე კომპანია ევექსი ჰოსპიტლები გავიდა. ნინო შადურმა კულტურის ევოლუციის ელჩების პროექტი წარმოადგინა;
საინტერესო გადაწყვეტა და პრეზენტაცია შემოგვთავაზა JTI-მ, თიკო ჯანაშვილმა, რომელმაც პროექტზე NWOW: New Ways of Working ისაუბრა და მესამე ადგილი დაიკავა.
სამივე ადგილზე გასულ სპიკერებს გადაეცათ პრიზები და პირველი ადგილის მფლობელს კი HR გალას სპეციალური ჯილდო. Hotsale-მა ყველა გამარჯვებულს საქართველოს სხვადასხვა კურორტზე, საგზური გადასცა. სამივე ადგილისთვის საჩუქარი დააწესა პსპ დაზღვევამაც. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქარი გადაეცა Connection-ისგან და ისი პარისგან.
კინოთეატრის დიდი სცენიდან პროექტები 8 კომპანიამ წარმოადგინა, წარმოდგენილ HR პროექტებს შორის კი გამარჯვებული პროექტი აუდიიტორიის მიერ, ანონიმური ხმის მიცემის პროცედურით გამოვლინდა.
ღონისძიებაზე საინტერესო, ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს HR სერვის კომპანიებმაც:
კინოთეატრ ამირანში წითელ ხალიჩაზე ღონისძიების დაწყებამდე საზეიმო მიღება გაიმართა.
HR გალა ყოველწლიურად გაიმართება. პროექტის მიზანია საუკეთესო HR პრაქტიკების გაზიარება და ნეთვორქინგი.
ღონისძიების პარტნიორიები: Grant Thornton Georgia Kind david KD4US და Ballroom.