HR hub – ის ორგანიზებით, 3 ივნისს ვაკის პარკში, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს. ღონისძიებაზე ასევე იქნება ტრენინგ კურსები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები.
კანდიდატები წინასწარ დარეგისტრირდებიან სასურველი კომპანიის ვაკანსიებზე.
ღონისძიების მიზანია კომპანიებს, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმაროთ ცნობადობის გაზრდაში და კანდიდატების მოზიდვაში. კანდიდატებს კი ხელი შევუწყოთ დასაქმებაში.
ფესტივალის ეტაპები:
- დამსაქმებლის ბრენდების რეგისტრაცია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად;
- ფესტივალამდე დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი. ვაკანსიების წინასწარი განთავსება Sfero-ზე (ახალი რევოლუციური ნეო-პროფესიული სოციალური ქსელი), სადაც გექნებათ თქვენი კომპანიის პროფილი, განათავსებთ ვაკანსიებს და რეალურ დროში თვალს ადევნებთ თქვენი კანდიდატების აქტივობებს, ასევე, შეაფასებთ კანდიდატებს და წვდომაც გექნებათ მათ ბაზაზე;
- ვაკის პარკში, შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ ვაკანსიებსა და მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულ უპირატესობაზე.
მაშ ასე, დაარეგისტრირეთ კომპანია ფესტივალზე, რადგან:
- გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
- რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა. შეძლებთ სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას;
- გექნებათ კანდიდატებთან წვდომა;
- დაზოგავთ დროს.
პრექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დასაქმების ფესტივალი.
ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:
ასაკობრივი ჯგუფი:
- 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
- 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 450 ლარი + დღგ
დაარეგისტრირეთ დამსაქმებლის ბრენდი 1 ივნისამდე! კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით: https://forms.gle/9AYrJBs8bDAxifLq5
საორგანიზაციო დეტალები:
- თქვენი სივრცე: 10 კვ.მ;
- ადგილზე დაგხვდებათ მაგიდა და 4 სკამი ან პუფები (წინასწარ მოგწერთ, შეგითანხმებთ).
- როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: არ ხართ შეზღუდული. შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები: ფოტოები
წელს დასაქმების ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მოეწყობა ქოუჩინგ კუთხე, სადაც ქოუჩები მონაწილეებს დაეხმარებიან:
- კარიერის სწორ დაგეგმვაში;
- მისცემენ რჩევებს როგორ შევიცვალოთ პროფესია;
- დაგეხმარებიან იპოვოთ თქვენი საყვარელი საქმე, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ.
ჩვენ მიერ ჩატარებული ფესტივალები:
- საყოველთაო გასაუბრება;
- Tbilisi Jobs;
- Expo Job;
- ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
- ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
- Job Fest.
ფესტივალზე თქვენ დაგხვდებათ მუსიკა და სასიამოვნო გარემო.